ზემო ცხირი
იერსახე
ზემო ცხირი — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტის მზიურის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სოფელი მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, ზღვის დონიდან 200 მ-ზე, გალიდან 5 კმ-ში. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 93 მცხოვრები (ქართველები).
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 352.