ზემო ბარღები
იერსახე
ზემო ბარღები — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, ზღვის დონიდან 20 მ., გალიდან 12 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის მეურნეობა და ჩაის ფაბრიკა. იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები საშამუგიო და საბუთბაიო.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992-1993 აფხაზეთის ომის დროს სოფელი დაზარალდა. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას სახლ-კარი გადაუწვეს. 1998 წელს ეს სოფელი აფხაზმა სეპარატისტებმა ხელახლა გადაწვეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 343.