ქვემო ღუმურიში
ქვემო ღუმურიში (აფხ. Ҕәымрышь) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტის ღუმურიშის თემში.
მდებარეობს აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე რეჩხის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 240 მ-ზე, გალიდან 13 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი მდებარეობს ისტორიული სამურზაყანოს ტერიტორიაზე. XX საუკუნის დასაწყისში ზემო ღუმურიში და ქვემო ღუმურიში ცნობილი იყო საერთო სახელწოდებით „ღუმურიში“. 1994 წელს აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ორივე ღუმურიში ადმინისტრაციულად გააერთიანა, უწოდა „გუმრიშ“ და დაუქვემდებარა ტყვარჩელის რაიონს.[1] სოფლის ცენტრში დგას 1880-იან წლებში აშენებული წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის დარბაზული ეკლესია.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | ეთნიკური შემადგენლობა |
|---|---|---|
| 1989 | 300 | ქართველები |
| 2011 (არაღიარებული) | 704 (ზემო და ქვემო ღუმურიში) | ქართველები (98,9 %) |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 516.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კეკელია ი., აფხაზეთის ისტორიული და თანამედროვე ტოპონიმია, თბ., 2022. — გვ. 280–282.