დიხაგუძბა
იერსახე
დიხაგუძბა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში (განახლების თემი).
მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 4 მ სიმაღლეზე, ქალაქ გალიდან 30 კმ დაშორებით.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 455.