შინაარსზე გადასვლა

თაგილონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
თაგილონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გალის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°32′45″ ჩ. გ. 41°46′59″ ა. გ. / 42.54583° ჩ. გ. 41.78306° ა. გ. / 42.54583; 41.78306
თაგილონი — საქართველო
თაგილონი
თაგილონი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
თაგილონი
თაგილონი — გალის მუნიციპალიტეტი
თაგილონი

თაგილონისოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში.[1]თემის ცენტრი (თაგილონი, სალხინო). მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 60 მ. გალიდან 16 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

სახელწოდება თაგილონი მომდინარეობს მეგრულიდან. გადმოცემით, ერთხელ ამ სოფელში მომხდარა უბედურება: სახლისკენ მიმავალ კაცს გზად ხიდი ჩატყდომია და მდინარეს გაუტაცია. ადგილობრივ მცხოვრებლებს უთქვამთ: თაქ გინოლ (მეგრული) „აქ გაიარაო“. დროთა განმავლობაში ნათქვამმა თაქ გინოლ მიიღო ფორმა თაგილონი და დაერქვა სოფელს.

თანამედროვე სოფელი თაგილონი შეიქმნა 1952 წელს სოფლების — შუაუბნისა და ქვემოუბნის გაერთიანების შედეგად.[2]

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1876[3]1 291
  1. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2017.
  2. [https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/283536/1/Umaglesi_Sabchos_Uwyebebi_1952_N5.pdf საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, № 5, 1952. — გვ. 4.
  3. Кавказский календарь на 1885 год გვ. 216