ვეშკუდელი
იერსახე
ვეშკუდელი — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში (ოტობაიის თემი).
მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 10 მ-ზე, გალიდან 35 კმ-ზე. 1989 წლის აღწერით იყო 587 მცხოვრები. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მებოსტნეობა.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 263.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 390.