განახლება (გალის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
განახლება | |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
| მუნიციპალიტეტი | გალის მუნიციპალიტეტი |
| თემი | განახლება |
| კოორდინატები | 42°31′22″ ჩ. გ. 41°39′10″ ა. გ. / 42.52278° ჩ. გ. 41.65278° ა. გ. |
| ადრეული სახელები | მარჩხაფონი |
| მოსახლეობა | 510 კაცი (2011) |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
განახლება (ყოფილი მარჩხაფონი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: გაგიდა, დიხაგუძბა, ოკვინორე). ზღვის დონიდან 10 მ, შავი ზღვიდან 7 კმ, გალიდან 21 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 549.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 675.