ჭუბურხინჯი
იერსახე
ჭუბურხინჯი (მეგრ. ჭუბური — „წაბლი“ და ხინჯი — „ხიდი“; 1952 წლამდე — წალამუხი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ჭუბურხინჯი, ზენი, პირველი აკვაღა, მეორე აკვაღა, ჭყონხუმლა). მდებარეობს მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, სათანჯოს მთის კალთაზე, ზღვის დონიდან — 150 მეტრზე. დაშორებულია გალიდან 7 კმ-ით.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის სახელწოდება ჭუბურხინჯი მეგრული წარმოშობისაა (ჭუბური-წაბლი და ხინჯი-ხიდი) და „წაბლის ხიდს“ ნიშნავს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1876[1] | 1477 | ||
| 2011 |
ხუროთმოძღვრების ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების 2 ეკლესია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 407.