შინაარსზე გადასვლა

დიხაზურგა (გალის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დიხაზურგა
აფხ. Абаақыҭ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გალის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°37′11″ ჩ. გ. 41°51′22″ ა. გ. / 42.61972° ჩ. გ. 41.85611° ა. გ. / 42.61972; 41.85611
სატელეფონო კოდი +995 447[1]
საფოსტო ინდექსი 6800[2]
დიხაზურგა (გალის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
დიხაზურგა (გალის მუნიციპალიტეტი)
დიხაზურგა (გალის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
დიხაზურგა (გალის მუნიციპალიტეტი)
დიხაზურგა (გალის მუნიციპალიტეტი) — გალის მუნიციპალიტეტი
დიხაზურგა (გალის მუნიციპალიტეტი)

დიხაზურგასოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის მთისწინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ენგურის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 200 მ., გალიდან 15 კმ.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

1952 წლამდე ეწოდებოდა დიდი წიფური. საბჭოთა პერიოდში იყო დიხაზურგის სასოფლო საბჭოს ცენტრი (სოფლები: ზენი, ოცარცე). განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეცხოველეობა, მესიმინდეობა, მეთამბაქოეობა. მოქმედებდა კირის ქარხანა და კირქვის საბადო.

დიხაზურგის ეკლესიის ნანგრევებზე აღმოჩნდა გრიგოლ გალატოზთუხუცესის (კალატოზთუხუცესი) წარწერა, რომელიც X–XI საუკუნეებით თარიღდება. სოფლის მახლობლად არის შუა საუკუნეების სათანჯოს კოშკი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1876[3] 1 390
1989< 616