ზენი (ჭუბურხინჯის თემი)
იერსახე
ზენი — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში (ჭუბურხინჯის თემი).
მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 100 მ-ზე, გალიდან 10 კმ-ში. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 1 200 მცხოვრები.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 356.