შინაარსზე გადასვლა

ბოგვეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბოგვეთი
აფხ. Боквеҭи
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გალის მუნიციპალიტეტი
თემი ქვემო ბარღები
კოორდინატები 42°32′48″ ჩ. გ. 41°38′45″ ა. გ. / 42.54667° ჩ. გ. 41.64583° ა. გ. / 42.54667; 41.64583
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბოგვეთი — საქართველო
ბოგვეთი
ბოგვეთი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბოგვეთი
ბოგვეთი — გალის მუნიციპალიტეტი
ბოგვეთი

ბოგვეთი (აფხ. Боквеҭи) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში (ქვემო ბარღების თემი), სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე კირის (გაგიდის მარცხენა მდგენელი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 17 მ. გალიდან 18 კმ.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.