ზარწუფა
იერსახე
ზარწუფა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში (ოტობაიის თემი).
მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, ზღვის დონიდან 5 მ-ზე, გალიდან 30 კმ-ის დაშორებით. 1989 წლის აღწერით იყო 605 მცხოვრები.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 317.