რეჩხი (გალის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
რეჩხი — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (რეჩხი, ხოლე). მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე რეჩხი ს ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მ., გალამდე 18 კილომეტრი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მოქმედებდა პროფესიული სასწავლებელი.
სოფლის მახლობლად, მაღალ მთაზე აღმართული იყო შუა საუკუნეების პერიოდის ციხის ნანგრევი. სოფელში შემორჩენილი იყო XIX საუკუნის შვერილაფსიდიანი ეკლესიის ნანგრევი.
სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს გალის წყალსაცავი.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეთნიკური შემადგენლობა |
|---|---|---|---|---|
| 1876[1] | 1259 | |||
| 1989 | ||||
| 2011 | ქართველები (99 %) |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 378.