სალამი, მეგობრებო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სალუდოს ამიგოს)
„სალამი, მეგობრებო“
რეჟისორი
პროდიუსერი უოლტ დისნეი
ისტორია
მთხრობელი ფრედ შილდზი
როლებში
მუსიკა
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი RKO Radio Pictures
პრემიერა
  • 24 აგვისტო, 1942 (1942-08-24) (პრემიერა რიო-დე-ჟანეირო)
  • 6 თებერვალი, 1943 (1943-02-06) (პრემიერა, ბოსტონი)
  • 19 თებერვალი, 1943 (1943-02-19) (აშშ)[1]
ხანგრძლივობა 42 წთ
ქვეყანა აშშ
ენა
  • ინგლისური
  • პორტუგალიური

სალამი, მეგობრებო (ესპ. Saludos Amigos) — 1942 წლის ანიმაციური ფილმი. მისი პროდიუსერია უოლტ დისნეი, ხოლო დისტრიბუტორი — RKO Radio Pictures. იგი არის დისნეის რიგით მეექვსე სრულმეტრაჟიანი ფილმი და პირველი, რომელიც ანთოლოგიური ჟანრის არის და შედგება რამდენიმე ნოველისგან (ასეთი უოლტ დისნეის სტუდიებმა 1940-იანებში სულ ექვსი გამოუშვეს). ფილმში მოთხრობილი ოთხი ამბავი მიმდინარეობს ლათინურ ამერიკაში, აქედან ორში მონაწილეობს დონალდ დაკი, ერთში კი — გუფი. ფილმში აგრეთვე პირველად ჩნდება ხოსე კარიოკა, ბრაზილიელი სიგარიანი თუთიყუში[2] „სალამი, მეგობრებო“ იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ დისნეიმ შექმნა კიდევ ერთი ფილმი ლათინურ ამერიკაზე, „სამი კაბალერო“.

ფილმის პრემიერა გაიმართა 1942 წლის 24 აგვისტოს, რიო-დე-ჟანეიროში. აშშ-ში იგი 1943 წლის 6 თებერვალს გამოვიდა. ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო და 1949 წელს კინოგაქირავებაში გამოვიდა, ასევე განმეორებით გამოშვებულ „დამბოსთან“ ერთად.

ფილმი წარდგენილი იქნა ოსკარზე ნომინაციებში „საუკეთესო ხმა“, „საუკეთესო მუსიკა“ და „საუკეთესო სიმღერა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Saludos Amigos: Detail View. American Film Institute. ციტირების თარიღი: April 22, 2014.
  2. Walt & El Grupo (დოკუმენტური, 2008).