ყუბანი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყუბანი
სრული სახელი საფეხბურღო კლუბი ,,ყუბანი" კრასნოდარში
მეტსახელი

კაზაკი (კაზაკები)

ჟელტო- ზელენიე (ყვითელ- მწვანეები)

ჟაბი (გომბეშოები)
დაარსდა 1928 წელს
გაუქმდა 2018 წელს
სტადიონი ყუბანის სტადიონი, კრასნოდარი
(ტევადობა: 35 200)

საფეხბურთო კლუბი ,,ყუბანი'' კრასნოდარში (რუსულად: Футбольный клуб "Кубань" Краснодар) — რუსული საფეხბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს კრასნოდარში. გუნდმა დაიწყო თამაში რუსეთის პრემიერ ლიგაში 2011 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთის პირველ დივიზიონში დაწინაურდა. ყუბანი რუსეთის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბია. დაარსდა როგორც კრასნოდარის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის დინამო,სსრკ – ში პოლიტიკის შეცვლის გამო კლუბის სახელოწდებაც შეიცვალა და ყუბანის საფეხბურთო კლუბი გახდა.

კლუბის წევრებს და გულშემატკივრებს უწოდებდნენ ,,კუბანცის" (რუს. Кубанцы) (ადგილმდებარეობის გამო) ან ,,ყვითელ-მწვანეებს" (კლუბის ფერების გამო). გუნდს გულშემატკივრებმა ასევე უწოდეს ,,კაზაკები". კლუბის ფერებთან დაკავშირებული სხვა მეტსახელები მოიცადა: ,,კანარებს" და ,,გომბეშოებს".

2018 წლის 17 მაისს ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო გუნდი ყუბანი დაიშალა გაკოტრების გამო.[1] 2018 წლის 5 აგვისტოს, გულშემატკივრებისა და ყუბანის ყოფილი ფეხბურთელების მიერ გაცოცხლებულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი გამართა კრასნოდარის მხარის რეგიონალურ ლიგაში.[2][3][4]

კლუბის სახელების ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინამო (1928–53)

ნეფთიანიკი (1954–57)

ყუბანი (1958–60)

სპარტაკი (1960–62)

ყუბანი (1963–2018)

ყუბანის სტადიონი კრასნოდარში

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთი ყუბანში პირველად მე -20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც ეკატერინოდარში შეიქმნა არაერთი სპორტული კლუბი. პირველი მატჩები იყო კლუბებში, ხოლო ფეხბურთი კონკურენციას უწევდა სხვა სპორტულ სახეობებს; თუმცა, ინტერესი თანდათან გაიზარდა და ამხანაგური მატჩები ჩატარდა სხვადასხვა ქალაქების კლუბებს შორის. პირველი საქალაქთაშორისო საფეხბურთო მატჩი ჩატარდა ეკატერინოდარში 1912 წლის 6 აგვისტოს (ან 9 აგვისტოს), როდესაც აქილევსის კლუბმა (ან ეკატერინოდარის ქალაქის გუნდმა აქილევსის მოთამაშეებთან ერთად) დაამარცხა ნოვოროსიისკის ოლიმპია 5–0.

კლუბის თანახმად, მისი ისტორია დაიწყო 1928 წელს, კრასნოდარის დინამოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანიზაციით. ზოგიერთი ცნობით, გუნდი ერთი წლით ადრე დაარსდა, მაგრამ ამ კლუბის შესახებ დოკუმენტური მტკიცებულებები არ არსებობს. გუნდი შეიქმნა 1928 წელს, არქივების დოკუმენტების თანახმად.

დინამო: 1928–1953 წლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდებოდა, დინამომ ითამაშა ამხანაგური მატჩები რუსეთის, უკრაინისა და კავკასიის საუკეთესო გუნდებთან. ამ მატჩების გარდა, ქალაქში ტურნირებიც ტარდებოდა (ლატარიის მეგობრობის თასის ჩათვლით, რომელსაც თამაშობდნენ სპორტული კლუბები და კრასნოდარის სამხედრო გარნიზონის გუნდები).

1931 წელს დინამო გადავიდა საკუთარ სტადიონზე, კრასნოდარის ცენტრში, რომელიც ახლა ქალაქის უძველესი სპორტული დაწესებულებაა. იმ წელს კლუბმა მიიღო ჯილდო ჩრდილოეთ კავკასიის სპორტსმენებისთვის.

1935 წელს დინამომ (კრასნოდარის ერთადერთმა გუნდმა) ითამაშა სსრ კავშირის საქალაქთაშორისო ჩემპიონატში. ჯგუფურ ეტაპზე პიატიგორსკში გუნდმა ხუთი დღის განმავლობაში სამი თამაში ჩაატარა. 26 ივნისს მათ ერევანთან ფრედ ითამაშეს 2-2 და 28 ივნისს დინამოელებმა 1–0 მოუგეს მახაჩკალას. 30 ივნისს კლუბი დამარცხდა პიატიგორსკთან 1–2 და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

1948 წელს კლუბმა ითამაშა რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ- ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონატში, დაწყებული წინასწარი თამაშებით ჩრდილოეთ კავკასიაში (სტავროპოლის, დონის როსტოვის, გროზნოს, სტალინგრადის, ნალჩიკის, მახაჩკალას და კრასნოდარის ელვის გუნდების წინააღმდეგ. ზონაში ტურნირში დაუმარცხებელი იყო. პლეი-ოფი დაიწყო 3 ოქტომბერს დინამოს სტადიონზე, სადაც მასპინძლები ფინალში დამარცხდნენ. 1948 წლის 17 ოქტომბერს დინამომ ფინალში მოლოტოვს 4–0 მოუგო და ისტორიაში პირველად გახდა რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ- ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონი.

უახლესი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის პრემიერ ლიგის სეზონში, ყუბანმა მახაჩკალას ანჟისთან სტუმრად 2–1 წააგო. იური კრასნოჟანის ბელორუსის მწვრთნელის ლეონიდ კუჭუკის ჩანაცვლების მიუხედავად, კლუბი ლიგის ზედა ნახევარში დარჩა და 15 მატჩში 313,997 მაყურებლით საშინაო დასწრების რეკორდი დაამყარა.

2018 წლის 30 მაისს, რუსეთის საფეხბურთო ეროვნულმა ლიგამ გამოაცხადა, რომ ყუბანმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები ლიცენზიის მისაღებად 2018–19 სეზონისთვის.

2018 წლის 8 თებერვალს თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს ოლეგ მკრტჩანი, ბიზნესმენი, რომელიც ყუბანის მფლობელი იყო 2013 წლიდან 2016 წლამდე.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Ротор" остаётся в ФНЛ из-за банкротства "Кубани". matchtv.ru (in Russian). 17 May 2018.
  2. Живее всех живых!. greenmile.ru (in Russian). 6 August 2018.
  3. FC Kuban vs. FC Abinsk on YouTube
  4. Third goal in the match on YouTube
  5. "Итоги Исполкома РФС" (in Russian). Russian Football Union. 24 July 2020.