Radiohead

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რედიოჰედი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Abandoner.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2017 წლის 28 მაისი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

Radiohead
Radiohead.jpg
Radiohead: ტომ იორკი, ჯონი გრინვუდი, კოლინ გრინვუდი, ედ ო'ბრაიენი, ფილ სელუეი
ბიოგრაფია
წარმოშობა ებინგდონი, ოქსფორდშირი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1985–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი radiohead.com
წევრები ტომ იორკი
ჯონი გრინვუდი
კოლინ გრინვუდი
ედ ო'ბრაიენი
ფილიპ სელუეი

Radioheadინგლისური როკ-ჯგუფი ებინგდონიდან (ოქსფორდშირი), ჩამოყალიბებული 1985 წელს. მასში შედიან: ტომ იორკი (ვოკალი, გიტარები, კლავიშებიანი საკრავები), ჯონი გრინვუდი (გიტარები, კლავიშებიანი ინსტრუმენტები, სხვა ინსტრუმენტები), ედ ო'ბრაიენი (გიტარები, დამატებითი ვოკალები), კოლინ გრინვუდი (ბას-გიტარა) და ფილ სელუეი (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია). 1994 წლიდან მათთან თანამშრომლობენ პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩი და გარეკანების ავტორი სტენლი დონვუდი.

სადებიუტო სინგლი „Creep“ ჯგუფმა 1991 წელს, EMI-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გამოუშვა. იგი თავდაპირველად წარუმატებელი იყო, მაგრამ პირველი სტუდიური ალბომის Pablo Honey (1993) გამოცემიდან რამდენიმე თვის შემდეგ მსოფლიო ჰიტად იქცა. Radiohead-ის პოპულარობა ბრიტანეთში გაიზარდა მეორე ალბომის, The Bends (1995) გამოცემით. მესამე ალბომმა OK Computer (1997) მათ უფრო მეტი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. სოციალური გაუცხოების თემებისა და გაფართოებული ჟღერადობის მქონე OK Computer ხშირად ითვლება 1990-იანი წლების ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ჩანაწერად[1], ისევე, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად.[2][3] ალბომებით Kid A (2000) და Amnesiac (2001), რომლებიც ერთად ჩაიწერა, აღინიშნა ჯგუფის მუსიკაში შემდეგი ევოლუცია. Radiohead-ის ჟღერადობაში გამოჩნდა ელექტრონული მუსიკა, კრაუტროკი და ჯაზური ელემენტები. Kid A, რომელმაც გამოცემისთანავე არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, ამჟამად ითვლება 2000-იანი წლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალბომად.[4]

Hail to the Thief (2003) ფორტეპიანოსა და გიტარებზე აგებული როკის, ელექტრონიკისა და ომის გავლენით დაწერილი ტექსტების ნარევია, რომელიც იყო ლეიბლზე EMI გამოცემული ჯგუფის უკანასკნელი დისკი. ალბომს In Rainbows (2007) ახლდა კამპანია, რომლის ფარგლებშიც მისი ძირითადი სიმღერების ნებისმიერ ფასად შეძენა შეიძლებოდა (0-დან დაწყებული). ამას აგრეთვე ახლდა ალბომის BitTorrent ქსელში ფართოდ გავრცელება. მოგვიანებით იგი ფიზიკურ მატარებლებზეც გამოვიდა, კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა და ჩარტების მნიშვნელოვან პოზიციებზეც მოხვდა. მერვე ალბომი, The King of Limbs (2011) რიტმისა და უფრო მშვიდი მუსიკალური ტექსტურების გამოკვლევით გამოირჩეოდა. სემპლირების და მკვეთრი ელექტრონიკის შემდეგ ჯგუფი A Moon Shaped Pool-ში (2016) დაუბრუნდა მდიდრულ ჟღერადობას, რასაც ხელს უწყობდა გრინვუდის მიერ ორკესტრულად არანჟირებული კომპოზიციებიც.

Radiohead-ს დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 30 მილიონზე მეტი ალბომი,[5] ხოლო ჯგუფის შემოქმედება მოხვდა მსმენელთა და კრიტიკოსთა 1990-იანების და 2000-იანების საყვარელ ჩანაწერთა სიებში[6][7]. 2005 წელს ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის უდიდეს შემსრულებელთა სიაში Radiohead 73-ე ადგილზე დაასახელა. ედ ო'ბრაიენი და ჯონი გრინვუდი დასახელდნენ Rolling Stone-ის უდიდეს გიტარისტთა , ხოლო ტომ იორკი - უდიდეს ვოკალისტთა სიაში.[8] 2009 წელს Rolling Stone-ის მკითხველთა გამოკითხვის მიხედვით Radiohead 2000-იანი წლების საუკეთესო შემსრულებელთა სიაში მეორე პოზიციაზე დასახელდა.[9]

ისტორია

1985–1992: შექმნა და პირველი წლები

ებინგდონის სკოლა, სადაც ჯგუფი ჩამოყალიბდა.

Radiohead-ის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს ებინგდონის სკოლაში. ეს იყო ბიჭებისთვის განკუთვნილი კერძო სასწავლო დაწესებულება, რომელიც ოქსფორდშირში მდებარეობდა.[10] გიტარისტი და ჯგუფის ლიდერი ტომ იორკი და ბასისტი კოლინ გრინვუდი ერთ კურსზე სწავლობდნენ, გიტარისტი ედ ო'ბრაიენი და ფილ სელუეი ერთი წლით უფროსები იყვნენ, ხოლო მულტიინსტრუმენტალისტი ჯონი გრინვუდი, კოლინის ძმა - ორი წლით უმცროსი იყო. 1985 წელს მათ ჩამოაყალიბეს კოლექტივი On a Friday (ქართ. პარასკეობით), რაც იყო მინიშნება იმ დღეზე, როდესაც ოთხეული გადიოდა რეპეტიციებს სკოლის კუთვნილ მუსიკის საკლასო ოთახში.[11] ჯონი ჯგუფს უკანასკნელი შეუსრულდა. თავდაპირველად ჰარმონიკაზე, შემდეგ კი კლავიშებიანებზე უკრავდა, მაგრამ სულ მალე წამყვან გიტარისტად იქცა[11]. მანამდე ჰქონდა გამოცდილება სხვა ჯგუფში, Illiterate Hands-ში დაკვრის, რომელშიც აგრეთვე გამოდიოდნენ ნაიჯელ პაუელი და ტომის ძმა, ენდი იორკი.[12][13] კოლინის თანახმად, წევრებმა ესა თუ ის ინსტრუმენტი იმიტომ აირჩიეს, რომ მუსიკის შესრულება ერთად სურდათ და არა უბრალოდ რომელიმე ასეთი ინსტრუმენტისადმი ინტერესის გამო: „უფრო ერთობლივი კუთხით მოხდა, ხოლო თუკი თავად რამეზე დაუკრავდა, სხვა კი - შენს ინსტრუმენტზე, ძალიან მაგარი იყო.“[14] ერთ-ერთ ეტაპზე, On a Friday-ში საქსოფონიც ჟღერდა.[15]

ჯგუფს არ მოსწონდა სკოლაში გამეფებული მკაცრი ატმოსფერო. მისმა დირექტორმა ერთხელ ხუთეული დასაჯა იმის გამო, რომ სარეპეტიციო ოთახს შაბათს იყენებდნენ. ამიტომ ხელსაყრელი ადგილი იპოვეს - თავად სკოლის მუსიკალური ფაკულტეტი. მათივე აღიარებით, ჯაზი, კინომუსიკა, პოსტსაომარი ავანგარდი და მეოცე საუკუნის კლასიკური მუსიკა პედაგოგის დახმარებით გაიცნეს.[16] ოქსფორდშირში და თემზის ველზე 1980-იანების ბოლოს დამოუკიდებელი მუსიკის აქტიური სცენა იყო გამოფებული, მაგრამ მასში მეტი აქცენტი იყო შუგეიზინგის ჟანრის ჯგუფებზე, როგორიც იყო Ride ან Slowdive.[17]

განცხადება, გამოქვეყნებული ოქსფორდულ ჟურნალში Curfew (ამჟამად Nightshift), რომელშიც აღნიშნულია, რომ On a Friday-მ სახელწოდება შეიცვალა[18]

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ჯონის გარდა 1987 წლისთვის ებინგდონი საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად დატოვა On a Friday განაგრძობდა შაბათ-კვირას და დღესასწაულების პერიოდში რეპეტიციებს.[19] ექსეტერის უნივერსიტეტში იორკი გამოდიოდა Headless Chickens-თან, უკრავდა რა Radiohead-ის მომავალ სიმღერებსაც,[20] და გაიცნო მხატვარი სტენლი დონვუდი, რომელმაც შემდგომში ჯგუფისთვის არაერთი გარეკანის ნახატი შექმნა.[21] 1991 წელს On a Friday კვლავ შეიკრიბა. ისინი დასახლდნენ მეგდელინ-როუდის და რიჯფილდ-როუდის კუთხეში.[22]

On a Friday-მ განაგრძო გამოსვლები ოქსფორდში, მაგალითად, Jericho Tavern-ში[23], რამაც ლეიბლების და პროდიუსერების ინტერესი მიიქცია. კრის ჰაფორდი, Slowdive-ის პროდიუსერი და ოქსფორდის Courtyard Studios-ის თანამფლობელი, დაესწრო On a Friday-ს ადრეულ კონცერტს, გამართულს აღნიშნულ ბარში. შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა, პარტნიორ, ბრაის ეჯთან ერთად, კოლექტივს დემო ფირი ჩააწერინა და უკანასკნელთან ერთად ჯგუფის მენეჯმენტით დაკავდა[19], რაც დღემდე გრძელდება.[24] 1991 წლის ბოლოს, კოლინის და EMI-ს A&R-ის წარმომადგენელ კით უოზენკროფტის[18] დახმარებით, ჯგუფმა მოაწერა ხელი კონტრაქტს EMI-სთან.[19] სახელწოდებაც ლეიბლის დაჟინებით შეიცვალეს. იგი აღებულია Talking Heads-ის „Radio Head“-ის პატივსაცემად, ალბომიდან True Stories (1986).[19]

1992–1994: „Creep“, Pablo Honey და ადრეული წარმატება

სადებიუტო EP Drill ჯგუფმა კრის ჰაფორდის და ბრაის ეჯის თანაშემწეობით ჩაწერა, Courtyard Studios-შ. 1992 წლის მაისში გამოცემული ეს დისკი ჩარტში წარუმატებელი აღმოჩნდა. პირველი ალბომისთვის პროდიუსერების სახით კოლექტივმა შეარჩია პოლ კ. კოლდერი და შონ სლეიდი (რომლებიც მანამდე მუშაობდნენ ჯგუფებთან Pixies და Dinosaur Jr.). მასალა ოქსფორდში სწრაფად ჩაიწერა, 1992 წელს.[11] „Creep“-ის იმავე წელს სინგლად გამოცემის შემდეგ ბრიტანულმა პრესამ მათ საბოლოოდ მიაქცია ყურადღება ბრიტანულმა პრესამ, მაგრამ ყველა ჟურნალისტი დამოკიდებულება კეთილგანწყობილი არ ყოფილა. NME წერდა, რომ ეს იყო „როკ-ჯგუფისთვის სუსტი გამართლება“[25], ხოლო BBC Radio 1-მა სიმღერა ეთერიდან ამოიღო, „ზედმეტი დეპრესიულობის“ გამო[26].

სადებიუტო ალბომი Pablo Honey 1993 წლის თებერვალში გამოვიდა და ბრიტანეთის ჩარტებში 22-ე ადგილზე მოექცა, ხოლო „Creep“ და სინგლები „Anyone Can Play Guitar“ და „Stop Whispering“ წარუმატებელი იყო. იგივე ბედი ხვდა წილად „Pop Is Dead“-ს, რომელიც ალბომში არ შესულა, მაგრამ დამოუკიდებელ სინგლად გამოსცეს. სხვადასხვა კრიტიკოსის აზრით, ჯგუფის ადრეული სტილი ჰგავდა 1990-იანებში პოპულარული გრანჟის ჟღერადობას. მათ „მსუბუქი ნირვანაც“ კი უწოდეს.[27] Pablo Honey-ს კი კრიტიკოსთა კეთილი განწყობა თუ კომერციული წარმატება არ მოუპოვებია.[25] მიუხედავად იმისა, რომ Radiohead-ს ჰქონდა ბევრი საერთო მსგავს, მაგრამ პოპულარულ ჯგუფებთან და გამოირჩეოდა იორკის ფალსეტო ვოკალი, კოლექტივი მხოლოდ ბრიტანეთის უნივერსიტეტებში და კლუბებში გამოდიოდა.[28]

1993 წლის დასაწყისში მათ ყურადღება სხვა ქვეყნებში მიაქციეს. სამშობლოში წარუმატებელი „Creep“ მოხვდა ისრაელის რადიოეთერში, დიჯეი იოავ კატნერის დახმარებით, ხოლო მარტში, მას შემდეგ, რაც სიმღერა ამ ქვეყანაში ჰიტად იქცა, ჯგუფი მიიწვიეს თელ-ავივში, საზღვარგარეთ პირველი დიდი კონცერტის გასამართად.[29] იმავე პერიოდში, სან-ფრანცისკოს რადიოსადგურმა KITS „Creep“ საკუთარ ეთერში შეიტანა. სხვა სადგურებმაც, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე, ტრადიცია აიტაცეს. 1993 წელს ჯგუფმა ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი ტურნე გამართა, ამ დროისთვის კი „Creep“-ის ვიდეო MTV-ზე აქტიურად გადიოდა.[19] მან აშშ-ის ჩარტში Modern Rock Tracks #2 ადგილი დაიკავა, საუკეთესო 40-ეულშიც შეაღწია, ხოლო ბრიტანეთში, მას შემდეგ, რაც EMI-მ სექტემბერში ხელახლა გამოსცა, მეშვიდე ადგილი დაიკავა.[30] ამერიკაში სინგლისადმი მოულოდნელი ყურადღების გამო EMI-მ პრომო კამპანიის ახალი სქემა გაათამაშა, რის გამოც ჯგუფი ერთი კონტინენტიდან მეორეზე მოგზაურობდა და 1993 წელს 150-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა[28]. როდესაც ტურნე მეორე წელსაც გაგრძელდა, Radiohead უკვე დაღლილი იყო.[31] თავად ჯგუფის წევრებმა თქვეს, რომ ამ კონცერტებს რთულად ეგუებოდნენ, ვინაიდან, საბოლოოდ მაინც იმ სიმღერებს უკრავდნენ, რომლებიც ორი წლის წინ ჩაწერეს. „თითქოს დროის მარყუჟი იყო.“ ამავე დროს, ყველა სურდა ახალ სიმღერებზე მუშაობა.[32]

1994–1995: The Bends

მეორე ალბომზე მუშაობა ჯგუფმა 1994 წელს დაიწყო, ები-როუდის სტუდიების ვეტერანი პროდიუსერ ჯონ ლეკის თანაშემწეობით. მუშაობა დაძაბულად მიმდინარეობდა, აუცილებელი იყო „Creep“-ის ღირსეული კონკურენტების შექმნა[33]. სტუდიაში პროცესი არაბუნებრივად გამოიყურებოდა, ხუთეულმა მასალების რეპეტიციისას გადაჭარბებულად იმუშავა.[34] ცვლილებებისთვის, Radiohead ავსტრალაზიასა და მექსიკაში გაემგზავრა და ახალი სიმღერების ცოცხლად შესრულებით უფრო მეტად გამბედავი გახდა.[34] თუმცა, მიღწეული წარმატებით დაბნეული იორკი იმედგაცრუებული ჩანდა. აღმოჩნდა რა „სექსუალური, უნამუსო, MTV-ის ტკბილი ცხოვრების სტილის მწვერვალზე“, თვლიდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავის გაყიდვას უწყობდა ხელს.[35]

My Iron Lung, EP და სინგლი, გამოიცა 1994 წლის ბოლოს. ეს იყო ჯგუფის გამოხმაურება იმ გარდაქმნაზე, რომელიც მოახდინეს შემდეგი ალბომის ჩაწერისას.[36] ჯგუფმა ამ დისკის ჩაწერისას პირველად იმუშავა ნაიჯელ გოდრიჩთან, რომელიც იმ პერიოდში ლეკის ზედამხედველობით ხმის ინჟინერის სახით მუშაობდა.[37] დისკის მომზადებისას აგრეთვე შედგა ჯგუფის პირველი თანამშრომლობა სტენლი დონვუდთან.[21] სხვადასხვა რადიოსადგურების მიერ რეკლამირებული My Iron Lung-ის გაყიდვები შთამბეჭდავი იყო. ამ ფაქტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯგუფს ერთგული მსმენელები ჰყავდა და იგი არ იყო ერთჰიტიანი საოცრება.[38]

ახალი სიმღერებით, რომლებიც ტურნეს ფარგლებში წარადგინეს, Radiohead-მა ალბომი The Bends გამოუშვა 1995 წლის მარტში. მასში გამოკვეთილი იყო ხშირი რიფები გიტარებზე და ჰაეროვანი ატმოსფერო, რომელიც გიტარებით იქმნებოდა, თუმცა ამ ალბომზე, წინასთან შედარებით, მეტი კლავიშებიანი საკრავიც გამოიყენეს.[11] სიმღერების კომპოზიური მხარის და შესრულების გამო დისკმა დადებითი შეფასებები მიიღო[25]. მიუხედავად იმისა, რომ იმჟამად გამეფებული ბრიტპოპის სცენასთან მიმართებაში Radiohead აუტსაიდერი იყო, ქვეყანაში დიდი წარმატება მოიპოვა ახალი დისკით[17], რასაც ახლდა სინგლების „Fake Plastic Trees“, „High and Dry“, „Just“ და „Street Spirit (Fade Out)“ ჩარტებში მოხვედრაც. უკანასკნელით Radiohead პირველად მოხვდა საუკეთესო ხუთეულშიც. 1995 წელს მან კვლავ გამართა ტურნე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, ამჯერად - R.E.M.-ის მხარდამჭერის სახით - ჯგუფის, რომელმაც მათზეც დიდი გავლენა იქონია.[32] მაიკლ სტაიპი თავად გახდა ჯგუფის მოყვარული და მსგავსი ცნობილი პიროვნებების დახმარებით ყურადღების მიქცევით Radiohead-ის პოპულარობამ ბრიტანეთის მიღმა იმატა.

„High and Dry“ ჰიტური გახდა, მაგრამ „Creep“-ის წარმატების გამეორება შეუძლებელი ჩანდა. The Bends აშშ-ის ალბომების ჩარტში #88 პოზიციამდე ავიდა, რაც იქ Radiohead-ის ყველაზე უმნიშვნელო მიღწევად დარჩა.[39] მიუხედავად ამისა, Radiohead-ს მოსწონდა შედეგი. ჯონი გრინვუდი მოგვიანებით ამბობდა: „ვფიქრობ, ყოველივე შეიცვალა The Bends-იდან გამოცემიდან დაახლოებით ცხრა ან თორმეტი თვის შემდეგ, როდესაც იგი გამოჩნდა სხვადასხვა პიროვნების მიერ შედგენილ გამოკითხვებში. სწორედ მაშინ ვიგრძენით - სწორი არჩევანი გავაკეთეთ, როდესაც ჯგუფი შევქმენით.“ [40] შემდეგ წლებში The Bends უამრავი გამოცემის სიაში გამოჩნდა, რომელშიც ყველა დროის საუკეთესო ალბომები სახელდებოდა[41][42][43]. Rolling Stone-ის 2012 წლის გამოკითხვაში „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი“ მან #111 ადგილი დაიკავა.[44]

1995–1998: OK Computer და კრიტიკოსების აღიარება

St. Catherine's Court, ბათი. აქ ჯგუფმა ჩაწერა OK Computer.

1995 წლის ბოლოსთვის Radiohead-მა უკვე ჩაწერა სიმღერა, რომელიც მოხვდებოდა მომავალ ალმომში - „Lucky“, გამოცემული სინგლის სახით, ფონდის War Child ალბომის The Help Album მხარდასაჭერად[45]. იგი ჩაიწერა ხანმოკლე სესიისას, რომელიც გოდრიჩთან ერთად გაიმართა. უკანასკნელს მანამდე უკვე უმუშავია The Bends-ზე და „Talk Show Host“-ზე. ჯგუფმა გადაწყვიტა, შემდეგ ალბომზე მისი დახმარებით ემუშავა და 1996 წელს სესიები დაიწყო. ივლისისთვის სარეპეტიციო სტუდიაში Canned Applause (რომელიც დიდკოტთან, ოქსფორდშირში, ვაშლების ძველ საწყობში მოეწყო) ჩაიწერეს ოთხი სიმღერა.[46]

1996 წლის აგვისტოში Radiohead-მა გამართა ტურნე, როგორც ალანის მორისეტის მხარდამჭერმა კოლექტივმა.[47] ჩაწერა განაახლეს, მაგრამ არა ჩვეულებრივ მუსიკალურ სტუდიაში, არამედ XV საუკუნის ნაგებობაში St. Catherine's Court, ბათთან ახლოს. [48] სესიები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ხუთეული მთელი დღის განმავლობაში უკრავდა, სხვადასხვა ოთახში მასალას იწერდა, მეტი შთაგონებისთვის უსმენდა The Beatles-ს, DJ Shadow-ს, ენიო მორიკონეს და მაილზ დეივისის შემოქმედებას.[11][40]

მესამე ალბომი, OK Computer, 1997 წლის ივნისში გამოსცეს. მასში შეიმჩნევა მეტი ექსპერიმენტები სიმღერების სტრუქტურებთან და ემბიენტის, ავანგარდის და ელექტრონული მუსიკის გამოყენება. Rolling Stone-მა ალბომს უწოდა „გამაოგნებელი მიღწევა არტ-როკში“.[49] ჯგუფმა განაცხადა, რომ არ წარმოადგენდა პროგრესული როკის ჟანრის კოლექტივს, თუმცა ზოგიერთმა კრიტიკოსებმა ნაშრომი პინკ ფლოიდის შემოქმედებას შეადარეს - მით უმეტეს, რომ უკანასკნელის 1970-იანების მუსიკამ გავლენა იქონია გრინვუდის პარტიებზეც. OK Computer-ს ზოგიერთი ადარებდა პინკ ფლოიდის ბესტსელერ The Dark Side of the Moon-ს (1973),[50][51][52] თუმცა იორკი აღნიშნავდა, რომ მათი საკუთარი ნაშრომის ტექსტები 1990-იანებში „მსოფლიოს ტემპის შესახებ“ იყო. მისი ტექსტები, რომელშიც სხვადასხვა პერსონაჟი იყო ასახაული, გამოხატავენ, როგორც ერთი ჟურნალი წერდა, „ასწლეულის მიწურულს არსებულ სევდას“[53], განსხვავებით The Bends-ის პირადული ხასიათის სტრიქონებისგან. ჟურნალისტ ალექს როსის აზრით, Radiohead იქცა გაუცხოების სიმბოლოდ - ისევე, როგორც მანამდე Talking Heads და R.E.M.[54] OK Computer კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, რაც იორკი გააკვირვა. „აღარ ვიცოდით, კარგი იყო ეს თუ ცუდი. სრულიად გამაგიჟა იმან, რომ ხალხმა მიიღო ყველა დეტალი, ყველა ტექსტურა, ხმა და ატმოსფერო, რომლის შექმნას ვცდილობდით.“[55]

OK Computer იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც გამოცემისთანავე ბრიტანეთში #1 პოზიციაზე მოხვდა. სწორედ მან მოუტანა Radiohead-ს მსოფლიო კომერციული წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ Billboard 200-ში მხოლოდ 21-ე იყო, საბოლოოდ აშშ-შიც ფართო აღიარება მოიპოვა. ჯგუფს გრემის ჯილდოც გადაეცა - პირველი მის კარიერაში - საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის, თუმცა იგი აგრეთვე წლის ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული. [56] „Paranoid Android“, „Karma Police“ და „No Surprises“ გამოიცა ალბომის სინგლების სახით, აქედან მეორე ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მსოფლიოს ბევრი ქვეყანაში.[30] იმავე წელს, Radiohead იქცა ერთ-ერთ პირველ ჯგუფად, რომელმაც ინტერნეტში საიტი გაიხსნა, რასაც რამდენიმე წლის განმავლობაში მსმენელების მიერ შექმნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი არაოფიციალურიც მოჰყვა.[57] OK Computer სამუდამოდ მოხვდა სხვადასხვა დროის საუკეთესო ბრიტანული ალბომების სიებში.[58][59]

დისკის გამოცემას მოჰყვა ერთწლიანი ტურნე Against Demons, რომლის ფარგლებში Radiohead პირველად გამოვიდა გლესტონბერის ფესტივალის ფარგლებში - თანაც, წამყვანი შემსრულებლის სახით.[60] გრანტ ჯიმ, ვიდეოს „No Surprises“ რეჟისორმა, 1999 წლის ტურნეს მიხედვით შეადგინა დოკუმენტური ფილმი „Meeting People Is Easy“.[61] მასში ასახულია ჯგუფის უკმაყოფილება მუსიკალური ინდუსტრიით და პრესით, ისევე, როგორც გადაღლა დაძაბული გრაფიკით.[11]

1998–2002: Kid A, Amnesiac და ცვლილება ჟღერადობაში

ჯონი გრინვუდი სტუდიაში თუ კონცერტებზე იყენებდა მრავალ ინსტრუმენტს, მაგალითად, ამ გლოკენშპილს.

1997–1998 წლების ტურნეს შემდეგ Radiohead ძირითადად უმოქმედოდ იყო. ისინი მხოლოდ ერთხელ, 1998 წელს, პარიზში, Amnesty International-ის მიერ ჩატარებულ კონცერტზე გამოვიდნენ.[62] იორკი მოგვიანებით ამბობდა, რომ ამ პერიოდში ჯგუფი დაშლის პირას იმყოფებოდა და მას თავად დეპრესია დაემართა.[63] 1999 წლის დასაწყისშ Radiohead-მა დაიწყო მუშაობა OK Computer-ის გაგრძელებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ალბომის წარმატება ნიშნავდა, რომ ლეიბლი აღარ ძაბავდა მათი მუშაობის სტილს[54], დაძაბულობა მაინც არსებობდა. ჯგუფის მომავლის საკუთარი ხედვა ყოველ წევრს ჰქონდა, ხოლო იორკმა შემოქმედებითი კრიზისი იგრძნო, რამაც მუსიკის უფრო აბსტრაქტული, ფრაგმენტული ფორმების შექმნისკენ უბიძგა[63]. Radiohead გოდრიჩთან ერთად პარიზში, კოპენჰაგენშა და გლოსტერში მუშაობდა, ისევე, როგორც ოქსფორდში ახლად აშენებულ სტუდიაში. საბოლოოდ, ყველა შეთანხმდა ახალი მუსიკალური მიმართულების შესახებ.[27] თითქმის 18 თვის შემდეგ, ალბომზე მუშაობდა 2000 წლის აპრილში დასრულდა.[63]

2000 წლის ოქტომბერში გამოიცა მეოთხე ალბომი Kid A, პირველი იმ ორი დისკიდან, რომელიც შეივსო აღნიშნული სესიების დროს შექმნილი მასალით. მოულოდნელი ცვლილებით OK Computer-თან შედარებით, Kid A შეიცავდა მინიმალისტურ და ტექსტურებით სავსე სტილს, სხვადასხვა ინსტრუმენტული შესრულებით, დაპროგრამებული რიტმებით, სიმებიანი და ჯაზური ორკესტრებით.[63] მიუხედავად ასეთი ექსპერიმენტული ხასიათისა, ალბომი გამოცემისთანავე მრავალი ქვეყნის ჩარტის პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო Billboard-ში #1-ს სახით დებიუტი ჯგუფის ისტორიაში პირველად მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ მანამდე ნებისმიერ ბრიტანულ შემსრულებელს შორის, რომლის ალბომი აშშ-ში გამოსვლისთანავე #1 გახდა, მხოლოდ Spice Girls ირიცხებოდა.[64] წარმატებაზე დიდი გავლენა იქონია მარკეტინგულმა კამპანიამ, ალბომის ფაილების გასაზიარებელ ქსელში Napster გაჟონვამ გამოცემამდე თვეებით ადრე და ზოგადად მოლოდინმა, რომელიც OK Computer-ის შემდეგ არსებობდა.[65][66][67] მიუხედავად იმისა, რომ Kid A-დან სინგლები არ გამოცემულა, დაიბეჭდა პრომო დისკები „Optimistic“ და „Idioteque“, რის გამოც უკანასკნელი ორი რადიოეთერში მოხვდა. აგრეთვე გამოვიდა მთელი რიგი მოკლე ვიდეოებისა, რომლებიც შეიცავდნენ სიმღერების ნაწყვეტებს. ეს მასალა მუსიკალური ტელეარხების ეთერში გადიოდა და უფასოდ ვრცელდებოდა ინტერნეტის მეშვეობით.[68] ჩაწერის დროს ჯგუფი გაეცნო ნაომი კლაინის ანტიგლობალისტური განწყობის წიგნს „ლოგოს გარეშე“ და გადაწყვიტა, ევროპაში იმავე წელს მოკლე საზაფხულო ტურნე გაემართა - ყოველგვარი წინასწარი მასშტაბური რეკლამის გარეშე, სპეციალურად აგებული კარვის ქვეშ. ჩრდილოეთ ამერიკის თეატრებში სამი კონცერტზე დასასწრები ბილეთებიდან ყველა გაიყიდა.[68]

Kid A-ს 2001 წელს გადაეცა გრემის ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული როკ-ალბომისთვის. იმავე ცერემონიაზე იგი ნომინირებული იყო წლის ალბომის კატეგორიაშიც. კრიტიკოსებისგან მან მიიღო აღიარება და კრიტიკული შეფასებები, ანდეგრაუნდული მუსიკალური სტილისტიკის გამოყენებისთვის. სხვადასხვა ბრიტანელი ჟურნალისტი მას „კომერციული თვითმკვლელობის წერილს“ უწოდებდა, „განგებ რთულს“ და ჯგუფის ძველ სტილისტიკასთან დაბრუნებას ნატრულობდა.[17][25] გაიყო Radiohead-ის მსმენელთა აზრიც: ზოგიერთი ჩანდა თავზარდაცემული ან დაბნეული, მაგრამ ბევრმა მას ჯგუფის საუკეთესო ნაშრომი უწოდა.[35][69] თუმცა, იორკი უარყოფდა, რომ Radiohead თავდს არიდება კომერციულ მოლოდინს: „ნამდვილად გამიკვირდა, თუ როგორ უარყოფითად აღიქვეს Kid A...ვინაიდან ამ მუსიკის გაგება არ იყო ასე რთული. არ ვცდილობთ, ვიყოთ რთულად აღსაქმელი...უბრალოდ გვსურს, კავშირი დავამყარო, მაგრამ სადღაც ისე მოხდა, რომ ბევრს ვაწყენინეთ...არაფერია რადიკალური იმაში, რასაც ვქმნით.“[17] დროთა განმავლობაში ალბომს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი უწოდეს გამოცემებმა Time და Rolling Stone[70]. Pitchfork-მა, Times-მა და Rolling Stone ის აგრეთვე ათწლეულის საუკეთესო ალბომად დაასახელეს.[71][72]

შემდეგი, მეხუთე ალბომი, Amnesiac, გამოვიდა 2001 წლის ივნისში. მასში შეტანილი იყო Kid A-ს მომზადებისას დაგროვებული სიმღერების ნაწილი და კიდევ ერთი კომპოზიცია, ჩაწერილი მოგვიანებით - „Life in a Glasshouse“, ჩაწერილი ჰამფრი ლიტელტონის ბენდის მონაწილეობით.[73] Radiohead-მა აღნიშნა, რომ Amnesiac იყო არა b-მხარეების კოლექცია ან Kid A-ს ნარჩენები, არამედ დამოუკიდებელი ალბომი.[74] იგი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის სათავეში, აშშ-ში #2 იყო, ნომინირებული იყო მერკურის მუსიკალურ ჯილდოზე.[25][64] Radiohead-მა ალბომის გამოცემას დაურთო ტურნე, რომლის ფარგლებშიც ეწვია ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას და იაპონიას. 1998 წლის შემდეგ მისი პირველი კომერციული სინგლები „Pyramid Song“ და „Knives Out“ ასევე წარმატებული იყო. 2001 წლის ნოემბერში გამოვიდა ცოცხალი ალბომი I Might Be Wrong: Live Recordings, რომელშიც შევიდა ტურნეს ჩანაწერები, ისევე, როგორც 2016 წლამდე დასრულებული სტუდიური ვერსიის სახით გამოუცემელი აკუსტიკური „True Love Waits“.[75]

2002–2004: Hail to the Thief და EMI-დან წასვლა

2002 წლის ივლისსა და აგვისტოში Radiohead-მა გამართა ტურნე პორტუგალიასა და ესპანეთში, შეასრულა რა მთელი რიგით ახალი სიმღერებისას. ახალი მასალა საბოლოოდ ორი კვირის განმავლობაში, ლოს-ანჯელესში მდებარე სტუდიაში, გოდრიჩთან ერთად ჩაიწერეს, რასაც მოგვიანებით დაემატა რამდენიმე სიმღერა, დასრულებული ოქსფორდში. შემდეგ წელს ალბომზე მუშაობის გაგრძელებისას, მათ ჩაწერის პროცესი დაახასიათეს, როგორც მშვიდი, განსაკუთრებით წინა მასალებზე მუშაობისგან.[10]

შემდეგი ალბომი, Hail to the Thief, 2003 წლის ივნისში გამოვიდა. აქ ელექტრონული ჟღერადობა შენარჩუნდა, მაგრამ გიტარებზე აგებული როკ-მუსიკა დაბრუნდა.[76] ტექსტებზე გავლენა, როგორც იორკი ამბობდა, იქონია „საზოგადო უმეცრებამ და შეუწყნარებლობამ, აგრეთვე პანიკამ და სიბრიყვემ“, რომლებიც იგრძნობოდა 2000 წელს ჯორჯ ბუშის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვების შემდეგ.[77] ალბომი ბრიტანეთში #1 გახდა (საბოლოოდ - პლატინის სტატუსით), ხოლო Billboard-ში #3 იყო (ოქროთი). „There There“, „Go to Sleep“ და „2 + 2 = 5“ თანამედროვე როკზე ორიენტირებულ რადიოსადგურების ეთერში აქტიურად ჟღერდნენ. 2003 წელს, გრემის დაჯილდოებაზე, ჯგუფი კვლავ იყო ნომინირებული საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში, თუმცა საუკეთესო ხმის ინჟინერით ჩაწერილი ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა - ჯილდო მიიღეს გოდრიჩმა და ინჟინერმა დარელ თორპმა.[78] 2003 წლის მაისში Radiohead-მა ახალი მსოფლიო ტურნე წამოიწყო, გამოვიდა გლესტონბერიზე წამყვანი შემსრულებლის სახით მეორედ და ტურნე დაასრულა 2004 წლის მაისში, კალიფორნიაში, კოაჩელას ფესტივალზე გამოსვლით.[79] Hail to the Thief-ის b-მხარეების, რემიქსების და სიმღერების საკონცერტო ვერსიების კომპილაცია COM LAG (2plus2isfive) იმავე წლის აპრილში გამოვიდა.[80] EMI-სთან ჯგუფის კონტრაქი ამოიწურა Hail to the Thief-ით. 2005 წელს იორკმა Time-ს განუცხადა: „ჩვენს ხმისჩამწერ კომპანიაში ხალხი მომწონს, მაგრამ მოდის დრო, როდესაც დაფიქრდები, ვის რაში სჭირდება ისინი. დიახ, ალბათ გარყვნილ სიამოვნებას მივიღებდით, თუკი ამ ჩამპალ ბიზნეს-მოდელს დავემშვიდობებოდით.“[81] 2006 წელს New York Times-მა Radiohead-ს უწოდა „იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული ჯგუფი კონტრაქტის გარეშე“.[79]

2004–2009: სოლო ჩანაწერები, In Rainbows და „გადაიხადე-რამდენიც-გსურს“

Radiohead 2004 წელს, კოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე.

Hail to the Thief-ის ტურნეს შემდეგ ჯგუფმა შეისვენა, რათა ყველას მიექცია ყურადღება ოჯახებისთვის და სხვა პროექტებისთვის. ჯონი გრინვუდმა დაწერა საუნდტრეკები ფილმებისთვის „Bodysong“ (2004) და „და იქნება სისხლი“ (2007). უკანასკნელი იყო მისი და პოლ თომას ანდერსონის პირველი თანამშრომლობა.[82][83] 2006 წლის ივლისში იორკმა პირველი სოლო ალბომი The Eraser გამოუშვა, ძირითად - ელექტრონული მუსიკით.[84] Pitchfork-თან ინტერვიუდან: „ჯგუფში სკოლის დამთავრების პერიოდიდან ვარ და საკუთარი არაფერი მიცდია...თითქოს მსურდა, მენახა, რა გრძნობაა, გესმით?“[85].

Radiohead-მა შემდეგ, მეშვიდე ალბომზე მუშაობა 2005 წლის თებერვალში (კვლავ უკონტრაქტოდ) დაიწყო.[83] უფრო მეტი აქტიურობისთვის მათ უარი თქვეს გოდრიჩთან მუშაობაზე[86] და მიიწვიეს სპაიკ სტენტი. თუმცა, მასთან, როგორც პროდიუსერთან თანამშრომლობა, უკმაყოფილების გამო, 2006 წლის აპრილში შეწყდა.[86] 2005 წლის სექტემბერში მათ გამოუშვეს სიმღერა „I Want None of This“[87], რომელიც War Child-ის მორიგ ალბომში Help: A Day in the Life შევიდა. ეს ალბომი ინტერნეტით იყიდებოდა, „I Want None of This“-თან ერთად, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით იწერდნენ, მაგრამ იგი როგორც სინგლი, არ გამოცემულა.[88] 2006 წლის ბოლოს, ევროპული და ჩრდილოეთ ამერიკული ტურნეს შემდეგ (რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ახალი სიმღერა წარადგინა) გოდრიჩთან ურთიერთობა აღდგა და მასალას იწერდნენ ლონდონში, ოქსფორდში და სომერსეტში.[89] ჩაწერა დაასრულეს 2007 წლის ივნისში, მასტერინგზე კი შემდეგ თვეში მუშაობდნენ.[90]

მეშვიდე ალბომი In Rainbows გამოვიდა ჯგუფის საიტის მეშვეობით, 2007 წლის ოქტომბერში, ციფრული ჩამონატვირთის ფორმატში. მომხმარებელს შეეძლო მასში 0-დან დაწყებული ნებისმიერი თანხის გადახდა, მოდელით „გადაიხადე-რამდენიც-გსურს“.[91] ეს გამოცემა, პირველი ასეთი მოდელით რომელიმე ცნობილი შემსრულებლის კარიერაში, მოხვდა მსოფლიოს პრესაში და გამოიწვია კამათი მუსიკალური ინდუსტრიის მოდელების შესახებ.[92] Mojo-ს თანახმად, ალბომის ასეთი სახით გამოცემა „იყო რევოლუციური, როგორც ცნობილი ჯგუფების მიერ მუსიკის გაყიდვის გზა“, ხოლო მედიის რეაქცია - „თითქმის გადამეტებულად დადებითი“[93] Time წერდა, რომ ეს იყო „უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემა მუსიკალური ბიზნესის უახლეს ისტორიაში.“[81] გამოცემის დღეს, როგორც ცნობილი იყო, გაიყიდა ალბომის 1.2 მილიონი ჩამოსატვირთი ასლი[94], მაგრამ ჯგუფის მენეჯმენტს არ გამოუქვეყნებია ოფიციალური სტატისტიკა. მათი თქმით, ინტერნეტის ვერსიის გაყიდვა ემსახურებოდა მომავალში ალბომის ფიზიკურად გამოცემისადმი ინტერესის მიზიდვას[95]. კოლინ გრინვუდმა განმარტა, რომ ინტერნეტ-გამოცემა იყო ერთგვარი საშუალება, გვერდი აევლოთ „მართული პლეილისტებისთვის“ და „რადიოს და ტელევიზიის ღარიბი ფორმატებისთვის“. ამით, მისი თქმით, მსოფლიოში ჯგუფის მსმენელები ალბომს ერთდროულად მოისმენდნენ, ხოლო ალბომის გამოცემამდე ჩანაწერის გაჟონვა არ მოხდებოდა.[96] ო'ბრაიენი ამბობდა, რომ საკუთარი ძალებით გამოცემის სტრატეგიით ალბომის ასლების მცირე რაოდენობა გაიყიდა, მაგრამ ჯგუფს შუამავლის გარეშე შემოსავალი მოუტანა.[97] ალბომის სპეციალური კომპლექტის ვერსია, რომელშიც შევიდა გრამფირფიტა, ნახატებიანი ალბომები და მეორე დისკი დამატებითი სიმღერებით, იყიდებოდა ჯგუფის საიტის მეშვეობით 2007 წლის ბოლოს.[98]

ჯგუფის წევრები

დისკოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Radiohead-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Erlewine, Stephen Thomas. "OK Computer" Allmusic. Retrieved 2012-01-31
  2. Q Magazine: The 100 Greatest British Albums of All Time - How many do you own? (Either on CD, Vinyl, Tape or Download). List Challenges.
  3. Top 3000 Albums of All Time. 'Acclaimed Music'. წაკითხვის თარიღი: February 14, 2017.
  4. 100 Best Albums Of The 2000s. No.1. Radiohead, 'Kid A' Rolling Stone. 2012-01-31
  5. Jonathan, Emma. "BBC Worldwide takes exclusive Radiohead performance to the world". BBC. 3 May 2011. Retrieved 15 ივლისი 2011.
  6. Radiohead gun for Beatles' Revolver“, BBC News, 3 September 2000. წაკითხვის თარიღი: 28 September 2008. 
  7. Radiohead — In Rainbows Is Overwhelming Critics Choice for Top Album. Contact Music (18 December 2007). წაკითხვის თარიღი: 3 October 2009.
  8. (22 აპრილი 2005) „The Greatest Artists of All Time: 73) Radiohead“. წაკითხვის თარიღი: 3 ოქტომბერი 2008. 
  9. Green Day Named Top Artists Of The Decade By Rolling Stone Readers MTV. Retrieved 2012-01-31
  10. 10.0 10.1 McLean, Craig. “Don't worry, be happy“, 14 July 2003. წაკითხვის თარიღი: 25 December 2007. 
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 Mac Randall (1 April 1998). „The Golden Age of Radiohead“. 
  12. Lewis, Luke. (24 March 2013) This Is What Radiohead Looked Like In The ’80s. Buzzfeed. წაკითხვის თარიღი: 24 June 2013.
  13. Jones, Lucy. (26 March 2013) 9 Photos Of Artists Before They Hit The Big Time. NME. წაკითხვის თარიღი: 24 June 2013.
  14. Kelly, John. “Taking Music To Strange Places“, The Irish Times, 15 September 2001. წაკითხვის თარიღი: 2007-06-16. 
  15. On A Friday: Radiohead In The ’80s - Stereogum. წაკითხვის თარიღი: 2015-07-04.
  16. Ross, Alex. “The Searchers: Radiohead's unquiet revolution“, The New Yorker, 21 August 2001. წაკითხვის თარიღი: 2007-06-14. დაარქივებულია ორიგინალიდან 25 May 2007-ში. 
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 Kent, Nick (1 June 2001). „Happy now?“. 
  18. 18.0 18.1 Radiohead, Foals and 25 years of discovering Oxford music - BBC News en-GB.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 Ross, Alex. “The Searchers“, 20 August 2001. წაკითხვის თარიღი: 16 March 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან 14 February 2008-ში. 
  20. Rare Footage Surfaces of Thom Yorke Performing "High and Dry" With Pre-Radiohead Band. წაკითხვის თარიღი: 2015-07-16.
  21. 21.0 21.1 Stanley Donwood. Eyestorm. დაარქივებულია ორიგინალიდან 16 May 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 29 May 2007.
  22. Radiohead Reconnect.
  23. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის :3 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  24. Marshall, Alex. “Radiohead have not yet decided whether to stream new album, says man from their management firm“, 2016-04-15. (en-GB) 
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 Radiohead: The right frequency“, 22 February 2001. წაკითხვის თარიღი: 24 November 2007. 
  26. “Creepshow“, 19 December 1992. 
  27. 27.0 27.1 Smith, Andrew. “Sound and Fury“, 1 October 2000. წაკითხვის თარიღი: 17 March 2007. 
  28. 28.0 28.1 Radiohead gigography: 1993. Green Plastic Radiohead.
  29. Rubinstein, Harry. “The Radiohead — Israel connection“, 20 January 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან 15 May 2009-ში. 
  30. 30.0 30.1 Radiohead: Artist Chart History. Billboard. წაკითხვის თარიღი: 9 November 2007.
  31. Richardson, Andy. “Boom! Shake The Gloom!“, 9 December 1995. 
  32. 32.0 32.1 Harding, Nigel. “Radiohead's Phil Selway“. წაკითხვის თარიღი: 28 May 2007. 
  33. Black, Johnny (1 June 2003). „The Greatest Songs Ever! Fake Plastic Trees“. წაკითხვის თარიღი: 15 April 2007. 
  34. 34.0 34.1 Randall, Mac (12 September 2000). Exit Music: The Radiohead Story. Delta, გვ. 127–134. ISBN 0-385-33393-5. 
  35. 35.0 35.1 Reynolds, Simon (June 2001). „Walking on Thin Ice“. 
  36. Mallins, Steve (1 April 1995). „Scuba Do“. 
  37. Everything In Its Right Place“. 
  38. Randall, Mac (12 September 2000). Exit Music: The Radiohead Story. Delta, გვ. 98–99. ISBN 0-385-33393-5. 
  39. Radiohead: Biography. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 20 January 2009.
  40. 40.0 40.1 DiMartino, Dave (2 May 1997). „Give Radiohead to Your Computer“. 
  41. Beatles, Radiohead albums voted best ever, 4 September 2000, Archived from the original on 22 May 2008, https://web.archive.org/web/20080522120621/http://archives.cnn.com/2000/SHOWBIZ/Music/09/04/britain.albums/, წაკითხვის თარიღი: 8 October 2008
  42. (February 1998) „Q Readers All Time Top 100 Albums“. Q (137). 
  43. Q Magazine's Q Readers Best Albums Ever (2006 Readers Poll) Archived by Lists of Bests. Q. წაკითხვის თარიღი: 15 March 2012.
  44. 500 Greatest Albums of All Time.
  45. Courtney, Kevin. “Radiohead calling“, 17 May 1997. წაკითხვის თარიღი: 24 December 2007. 
  46. Glover, Adrian (1 August 1997). „Radiohead — Getting More Respect“. 
  47. Moran, Caitlin (July 1997). „Everything was just fear.“. 
  48. The All-Time 100 albums“, 13 November 2006. წაკითხვის თარიღი: 11 March 2007. 
  49. Mark Kemp. (10 July 1997) OK Computer | Album Reviews. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 26 October 2011.
  50. Reising 2005
  51. Griffiths 2004
  52. Buckley 2003
  53. (1 September 1997) „Subterranean Aliens“. 
  54. 54.0 54.1 Ross, Alex. “The Searchers: Radiohead's unquiet revolution“, 20 August 2001. წაკითხვის თარიღი: 22 February 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან 14 February 2008-ში. 
  55. (December 1997) „Renaissance Men“. 
  56. Screen Source presents: The 40th Annual Grammy Awards. Screen Source. amug.com (27 February 1998). წაკითხვის თარიღი: 20 November 2007.
  57. Internet Explorers: The Curious Case of Radiohead’s Online Fandom | Pitchfork.
  58. Letts, Marianne Tatom (2010). Radiohead and the Resistant Concept Album: How to Disappear Completely. Indiana University Press, გვ. 28. ISBN 0253004918. 
  59. Radiohead's OK Computer named best album of the past 25 years. Telegraph.co.uk (22 December 2010).
  60. Hann, Michael. “Radiohead are confirmed as first headliners for Glastonbury 2017“, 2016-10-20. (en-GB) 
  61. Deming, Mark. “Meeting People is Easy (1999)“, 20 November 2007. წაკითხვის თარიღი: 20 November 2007. 
  62. Art for Amnesty. დაარქივებულია ორიგინალიდან 30 October 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 22 December 2007.
  63. 63.0 63.1 63.2 63.3 Eccleston, Danny (1 October 2000). „Q Magazine - October 2000 - By Danny Eccleston“. 
  64. 64.0 64.1 US Success for Radiohead“, BBC News, 14 June 2001. წაკითხვის თარიღი: 22 March 2007. 
  65. Evangelista, Benny. “CD Soars After Net Release: Radiohead's 'Kid A' premieres in No. 1 slot“, 12 October 2000. წაკითხვის თარიღი: 17 March 2007. 
  66. Menta, Richard. “Did Napster Take Radiohead's New Album to Number 1?“, 28 October 2000. 
  67. Oldham, James. “Radiohead — Their Stupendous Return“, 24 June 2000. 
  68. 68.0 68.1 Zoric, Lauren. “I think I'm meant to be dead“, 22 September 2000. 
  69. Kid A by Radiohead“. წაკითხვის თარიღი: 20 May 2007. 
  70. The All-Time 100 Albums“, Time, 13 November 2006. წაკითხვის თარიღი: 3 March 2009. 
  71. The Top 200 Albums of the 2000s: 20-1 - Page 2 | Pitchfork.
  72. The 100 best pop albums of the Noughties. The Times (21 November 2009). წაკითხვის თარიღი: 26 December 2009.
  73. The chairman – Humphrey Lyttelton. BBC (31 January 2001). წაკითხვის თარიღი: 1 April 2011.
  74. თარგი:Cite interview
  75. Radiohead: I Might Be Wrong: Live Recordings EP Album Review | Pitchfork.
  76. Radiohead: Hail to the Thief (2003): Reviews“. წაკითხვის თარიღი: 17 March 2007. 
  77. Recording 'Hail to the Thief' in Los Angeles. Xfm London. წაკითხვის თარიღი: 22 February 2012.
  78. (23 February 2003) „Rock on the Net: 45th Annual Grammy Awards“. წაკითხვის თარიღი: 22 November 2007. 
  79. 79.0 79.1 Pareles, Jon. “With Radiohead, and Alone, the Sweet Malaise of Thom Yorke“, 2006-07-02. 
  80. Allmusic review
  81. 81.0 81.1 Tyrangiel, Josh. “Radiohead Says: Pay What You Want“, Time, 1 October 2007. წაკითხვის თარიღი: 16 October 2007. 
  82. Radiohead retooled“. წაკითხვის თარიღი: 2015-05-03. 
  83. 83.0 83.1 O'Brien, Ed. (21 August 2005) Here we go. Dead Air Space. Radiohead. წაკითხვის თარიღი: 23 December 2007.
  84. Powers, Ann. “Thom Yorke, free agent“, June 28, 2006. (en) 
  85. Plagenhoef, Scott. (16 August 2006) Interview: Thom Yorke. Pitchfork Media. წაკითხვის თარიღი: 6 April 2007.
  86. 86.0 86.1 Marshall, Julian. (2 October 2007) Radiohead: Exclusive Interview. NME. წაკითხვის თარიღი: 21 October 2007.
  87. Plagenhoef, Scott. (11 September 2005) Various Artists: Help: A Day in the Life Album Review | Pitchfork en.
  88. Rush to download War Child album“, 12 September 2005. წაკითხვის თარიღი: 19 October 2007. 
  89. Marshall, Julian. “Radiohead: Exclusive Interview“, 2 October 2007. 
  90. Radiohead mastering seventh album in New York“, 16 July 2007. 
  91. Greenwood, Jonny. (1 October 2007) In Rainbows. Dead Air Space. წაკითხვის თარიღი: 1 October 2007.
  92. Pareles, Jon. “Pay What You Want for This Article“, The New York Times, 9 December 2007. წაკითხვის თარიღი: 30 December 2007. 
  93. Paytress, Mark. “Chasing Rainbows“, Mojo, 1 January 2008. 
  94. Brandle, Lars (18 October 2007). „Radiohead Returning to the Road in 2008“. წაკითხვის თარიღი: 21 December 2007. 
  95. Edgecliffe-Johnson, Andrew. “Radiohead MP3 release a tactic to lift CD sales“, 11 October 2007. 
  96. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის IND არ არის მითითებული ტექსტი; $2
  97. "The Colbert Report". The Colbert Report. Comedy Central. 26 September 2011.
  98. Grossberg, Josh. “Fans Shortchanging Radiohead's Rainbows?“, 6 November 2007. [მკვდარი ბმული]
Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Radiohead&oldid=3290029“-დან