The Smile (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Smile

ბიოგრაფია
საიტი thesmiletheband.com
The Smile ვიკისაწყობში

The Smileინგლისური როკ-ჯგუფი, რომელშიც შედიან Radiohead-ის წევრები ტომ იორკი (ვოკალი, გიტარა, ბასი, კლავიშებიანი საკრავები) და ჯონი გრინვუდი (გიტარა, ბასი, კლავიშებიანი საკრავები), ისევე, როგორც ტომ სკინერი (დასარტყმელი საკრავები). კრიტიკოსების აზრით, ჯგუფი უკრავს Radiohead-ის მსგავს მუსიკას, მეტი ჯაზური, კრაუტროკის და პროგრესული როკის ელემენტებით და უფრო თავისუფალი ჟღერადობით.

ჯგუფი შეიკრიბა COVID-19-ის პანდემიის დროს და მოულოდნელად გამოვიდა გლასტონბერის ფესტივალის ფარგლებში, 2021 წლის მაისში. 2022 წლის დასაწყისში მან გამოსცა ექვსი სინგლი და მსმენელების წინაშე საკუთარი კონცერტებით პირველად გამოჩნდა ლონდონში, რასაც კონცერტის პირდაპირ ეთერში გადაცემაც ახლდა. მაისში მან გამოსცა ნაიჯელ გოდრიჩის, Radiohead-ის პროდიუსერის თანაშემწეობით ჩაწერილი პირველი სტუდიური ალბომი A Light for Attracting Attention, რომელმაც მსმენელთა აღიარება მოიპოვა.

2022 და 2023 წელს ჯგუფმა იმოგზაურა კონცერტებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მან გამოსცა ორი საკონცერტო EP, The Smile (Live at Montreux Jazz Festival, July 2022) და Europe: Live Recordings 2022, ხოლო მეორე სტუდიური ალბომი, Wall of Eyes (პროდიუსერი სემ პეტს-დეივისი) გამოვიდა 2024 წლის იანვარში.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
EP-ები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]