iOS

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
iOS

iOS 17-ის ეკრანის ანაბეჭდი
შემქმნელი Apple Inc.
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
UNIX-ის მსგავსი, დაფუძნებული Darwin-ზე (BSD) და macOS-ზე
სამუშაო მდგომარეობა მიმდინარე
წყაროს მოდელი დახურული წყარო
პირველად გამოვიდა 29 ივნისი, 2007; 16 წლის წინ (2007-06-29)
მარკეტინგული სამიზნე სმარტფონები, პლანშეტები, პორტატული მედიადამკვრელები
ხელმისაწვდომი ენები 40[1][2][3][4] ენა
განახლების მეთოდი iTunes ან OTA (iOS 5 ან უფრო ახალი)
მხარდაჭერილი
პლატფორმები
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული (XNU)
მომხმარებლის
გრაფიკული გარემო
Cocoa Touch (მრავალსენსორული,მომხმარებლის გრაფიკული გარემო)
ლიცენზია დაპატენტებული პროგრამული უზრუნველყოფა, გარდა ღია წყაროს კომპონენტების
ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი

iOS (ადრე iPhone OS) — მობილური ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Apple Inc.-ის მიერ სპეციალურად Apple-ის აპარატურისთვის. აღნიშნულ ოპერაციულ სისტემას იყენებს კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობები: iPhone, iPad, iPad Touch და iPad Mini. iOS არის რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი ოპერაციული სისტემა მსოფლიოში Android-ის შემდეგ. IPad-ის პლანშეტი ასევე 2013 წლიდან მოყოლებული არის მეორე ყველაზე პოპულარული გაყიდვების მხვრივ ანდროიდის შემდეგ.[5]

თავდაპირველად პროდუქტი ბაზარზე გამოჩნდა 2007 წლის 29 ივნისს და განკუთვნილი იყო მხოლოდ iPhone-ისთვის. ხოლო მოგვიანებით იგი ხელმისაწვდომი გახდა ეიპლის სხვა დანარჩენი მოწყობილობებისთვის. 2015 წლის იანვრის მონაცემით, ეიპლის ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა App Store-ზე განთავსებული არის 2 მილიონი აპლიკაცია,[6] ხოლო აქედან 725.000 კონკრეტულად iPad-ისთვის არის განკუთვნილი..[7] აღნიშნული მობილური აპლიკაციები, საერთო ჯამში, გამოტვირთული იქნა 130 მილიარდჯერ.[6]

iOS ხელმისაწვდომი არის 40 ენაზე,[8][9][10][11] დაფუძნებული არის XNU-ის კერნელზე (ბირთვზე). იგი აგებული არის macOS-ის ბაზაზე (ადრე ცნობილი, როგორც OS X) და იყენებს იმავე კომპონენტების ძირითად ნაკრებს, რასაც ოპერაციული სისტემა Darwin — თავსებადი POSIX-ის სტანდარტებთან. პირველი ვერსიიდან მოყოლებული iOS მუშაობს მხოლოდ პლანშეტურ კომპიუტერებსა და სმარტფონებზე, რომლებსაც გააჩნიათ ARM-ის არქიტექტურის პროცესორები.

iOS-ის ყოველი მომდევნო ვერსია გამოდის ყოველწლიურად. მიმდინარე ვერსია არის iOS 14, გამოსული 2020 წლის 16 სექტემბერს.[12]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Apple – iPad Pro – Specs. Apple. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
  2. Apple – iPad mini 4 – Specs. Apple. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
  3. Apple – iPad Air 2 – Technical Specifications. Apple. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
  4. Apple – iPhone 6s – Technical Specifications. Apple. ციტირების თარიღი: October 24, 2015.
  5. „Gartner Says Worldwide Tablet Sales Grew 68 Percent in 2013, With Android Capturing 62 Percent of the Market“ (პრეს-რელიზი). Gartner. 3 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. 6.0 6.1 Golson, Jordan. (13 ივნისი, 2016) Apple’s App Store now has over 2 million apps. The Verge. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2016.
  7. Steve Ranger. (16 იანვარი, 2015) iOS versus Android. Apple App Store versus Google Play: Here comes the next battle in the app wars. ZDNet.
  8. Apple – iPad Pro – Specs. Apple. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2015.
  9. Apple – iPad mini 4 – Specs. Apple. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2015.
  10. Apple – iPad Air 2 – Technical Specifications. Apple. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2015.
  11. Apple – iPhone 6s – Technical Specifications. Apple. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2015.
  12. „iOS 14 is available today“. Apple. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=IOS&oldid=4611991“-დან