კანიე უესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანიე უესტი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კანიე ომარი უესტი
დაბ. თარიღი 8 ივნისი, 1977 (1977-06-08) (46 წლის)
დაბ. ადგილი ატლანტა, ჯორჯია
წარმოშობა აშშ-ის დროშა ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1]
ჟანრ(ებ)ი ჰიპ ჰოპი, პოპ რეპი, ალტერნატიული ჰიპ ჰოპი
საქმიანობა პროდიუსერი, რეპერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, პერკუსია, პიანინო
აქტიური 2000-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Columbia Records/GOOD Music/Roc-A-Fella/Def Jam
ხელმოწერა
საიტი www.kanyewest.com
კანიე უესტი ვიკისაწყობში

კანიე ომარი უესტი (ინგლ. Kanye Omari West; დ. 8 ივნისი, 1977) — ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი, რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და დიზაინერი.[2][3][4][5]

პოპოულარობა მოიპოვა 2000-იან წლებში. ის დაიბადა ატლანტაში, გაიზარდა ჩიკაგოში[6] და გახდა ცნობილი, როგორც Roc-A-Fella Records-ის პროდიუსერი, თუმცა შემდგომში მან თავისი რეპ-კარიერაც წამოიწყო და 2004 წელს გამოსცა პირველი ალბომი, The College Dropout, რომელმაც კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მიერ აღიარება მოიპოვა. შემდეგში მან თავისი ლეიბლი, GOOD Music დაარსა. მის მუსიკაში გამოიყენებოდა როგორც ორკესტრის, ასევე სინთეზატორებისა და Auto-Tune-ს ელემენტები, რაც განსაკუთრებით შეინიშნებოდა ალბომებში Late Registration (2005), Graduation (2007) და 808s & Heartbreak (2008). მის მე-5 და მე-6 ალბომებმა, My Beautiful Dark Twisted Fantasy-მ (2010) და Yeezus-მა (2013) ასევე მოიპოვეს კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მოწონება. უესტმა სხვადასხვა მუსიკალური სტილების გამოყენება მის შემდგომ 2 ალბომში, The Life of Pablo-ში (2016) და Jesus Is King-ში (2019) დაიწყო. მის მე-10 ალბომმა, Donda-მ ასევე მიაღწია კომერციულ წარმატებას, თუმცა კრიტიკოსებისგან შედარებით დაბალი შეფასება დაიმსახურა. უესტის დისკოგრაფიაში ასევე შედის 2 კოლაბორაციული ალბომი. ესენია Watch The Throne (2011) ჯეი-ზისთან ერთად და Kids See Ghosts (2018) Kid Cudi-სთან ერთად.

უესტი, რომელმაც 160 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა, 100 ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური შემსრულებლების სიაში შედის. მას მიღებული აქვს გრემის 90-ზე მეტი ნომინაცია, აქედან მან 22-ში გაიმარჯვა, რაც რეპერებს შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.[7] მას ასევე მოგებული აქვს ბილბორდის Artist Achievment Award, BRIT Awards, როგორც საუკეთესო საერთაშორისო მამაკაცი სოლო-შემსრულებელი და მაიკლ ჯექსონის სახელობის Video Vanguard Award.[8] კანიეს 6 ალბომი Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში მოხვდა. ამავე ჟურნალმა ის ყველა დროის 100 საუკეთესო ავტორების სიაში შეიტანა. 2005-დან 2015-მდე ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შედიოდა.[9][10]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უესტი დაიბადა 1977 წლის 8 ივნისს ქალაქ ატლანტაში, ჯორჯია.კანიეს მშობლები ერთმანეთს უესტის დაბადებიდან 3 წლის შემდეგ დაშორდნენ, რის შემდეგაც უესტი დედამისთან ერთად საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა.[11][12]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BlackPast.org — 2004.
  2. პატრიკ რაიანი. (2016)"Is Kanye West the greatest artist of the 21st century?". USA Today. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2016.
  3. "New music review: Kanye West goes gospel with mixed results". Star Tribune. ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2021.
  4. "The Year in Christian & Gospel Charts 2019: Kanye West Is Top Gospel Artist". Billboard. ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2021.
  5. "Kanye West Biography (1977–)". Biography.com (2020). ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2020.
  6. კიმბერლი დევისი. (ივნისი 2004)"The Many Faces of Kanye West". Ebony. ციტირების თარიღი: 19 ინვისი, 2007.
  7. ელი აბრაამი. (2021)"Kanye West is rumoured to be dropping a new album this week – but not everyone's convinced". The Independent. ციტირების თარიღი: 19 ივლისი 2021.
  8. "Missy Elliott to Become First Female Rapper to Receive MTV's Video Vanguard Award". Billboard. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი, 2019.
  9. ჯოშ ტირანგიელი. (2005)"The 2005 TIME 100 - Kanye West". Time. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2021.
  10. ჯენ სელბი. (2015)"Emma Watson and Kanye West named in TIME 100 most influential people of 2015". The Independent. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2021.
  11. სტივ არნი. (2006)"Kanye West Coming To Redbird". Pantagraph. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2008.
  12. "Dr. Donda West Tells How She Shaped Son To Be A Leader In Raising Kanye" (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი, 2007. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2007.