Android

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Android
Android robot 2014.svg
Android logo (2014).svg
Android 8.0 Oreo Pixel.png
შემქმნელი Google, Open Handset Alliance
ენა Java (მომხმარებლის ინტერფეისი), C (ბირთვი), C++[1]
ოპერაციული სისტემის ოჯახი UNIX-ის მსგავსი
სამუშაო მდგომარეობა მოქმედი
წყაროს მოდელი ღია კოდი და ზოგ მოწყობილობაში პროპრიეტარული კომპონენტები
პირველად გამოვიდა სექტემბერი 23, 2008; 9 წლის წინ (2008-09-23)[2]
უკანასკნელი გამოშვება 8.0.0 "Oreo" / აპრილი 4, 2017; 7 თვის წინ (2017-04-04)
უახლესი ნიმუში 8.1.0 "Oreo" / ოქტომბერი 25, 2017; 41 დღის წინ (2017-10-25)
მარკეტინგული სამიზნე სმარტფონები, პლანშეტები, Android TV, Android Auto და Android Wear
ხელმისაწვდომი ენები 100+ ენა[3]
პაკეტების მენეჯერი APK (ძირითადად Google Play-ის მეშვეობით) და სხვა ალტერნატიული წყაროებიდან, როგორიც არის F-Droid.)
მხარდაჭერილი პლატფორმები 32 და 64 ბიტიანი ARM, x86, x86-64, MIPS და MIPS64
ბირთვის ტიპი მონოლითური (მოდიფიცირებული ლინუქსის ბირთვი)
სამომხმარებლო
სივრცე
Bionic libc,[4] mksh-ის გარსი ,[5] Toybox ბირთვის უტილიტა Android 6.0-დან მოყოლებული,[6][7]
მომხმარებლის გრაფიკული გარემო გრაფიკული (მულტიტაჩი)
ლიცენზია Apache-ს ლიცენზია 2.0
GNU GPL v2 ლინუქსის ბირთვის მოდიფიკაციისთვის[8]
ოფიციალური საიტი android.com

AndroidLinux-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს სმარტფონებზე, ტელევიზორებზე, საათებზე, მანქანებზე და პლანშეტურ კომპიუტერებზე. შეიქმნა გუგლის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2005 წელს ის თავად გუგლმა შეისყიდა.[9] . ანდროიდის სისტემაზე მომუშავე პირველი ტელეფონი იყო HTC Dream, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა გაყიდვაში.[10]ანდროიდის მიმდინარე ვერსიაა 7.0 "Nougat", გამოსული 2016 წელს. დღეს ანდროიდის ყველა აპლიკაცია თავმოყრილია Google Play-ზე. 2017 წელს აპლიკაციების რაოდენობა 2.7 მილიონი იყო. დღეისათვის ანდროიდი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა მთელ მსოფლიოში. 2015 წელს მისი საბაზრო წილი 84.7% იყო.[11] 2017 წლის მაისის მონაცემით ამ ოპერაციულ სისტემას ყოველთვიურად ჰყავდა 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი.[12][13] დღეს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობებს ქმნის რამდენიმე ცნობილი კომპანია: HTC, სამსუნგი, Google Nexus, სონი, ჰუავეი და ა.შ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორპორაცია „ანდროიდი“ დაარსდა 2003 წელს, კალიფორნიის შტატში და მისი დამფუძნებლები იყვნენ ენდი რუბინი[14], რიჩ მინერი[15], ნიკ სირსი[16] და კრის უაიტი[9]. რუბინის სიტყვებით, მათ მიზანი იყო „ჭკვიანი მობილური მოწყობილობების შექმნა, რომელსაც ეცოდინებოდა მისი მფლობელის ადგილმდებარეობა და კონფიგურაციები“[9].

თავდაპირველად, კომპანია ცდილობდა განევითარებინა ოპერაციული სისტემა ციფრული კამერებისათვის, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ბაზარი საკმაოდ დიდი არ იყო და სმარტფონის ოპერაციული სისტემის შექმნაზე გადაერთვნენ. კორპორაცია შეეცადა შეექმნა Symbian-ისა და Windows Mobile-ის კონკურენტი სისტემა[17].

„ანდროიდი“ საიდუმლოდ მუშაობდა; მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ კორპორაცია მობილური ტელეფონებისადმი განკუთვნილ პროგრამას აწყობდა[9].

2005 წლის 17 აგვისტოს Google-მა კორპორაცია „ანდროიდი“ შეიძინა, მისი დამფუძნებლები კი კომპანიის სათავეში დატოვა[9]. ამ დროისათვის, კორპორაციაზე ბევრი რამ უცნობი იყო, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ Google ამ ნაბიჯით მობილური ტელეფონების ბაზარზე შესვლას ცდილობდა[9].

გამოყენებადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის მაისის მონაცემებით, ანდროიდი ყველაზე პოპულარული მობილური ოპერაციული სისტემაა; არის ბაზრის ლიდერი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის აშშ-ში.

2013 წლის სექტემბრისათვის, დაახლოებით 1 მილიარდი ერთეული ანდროიდზე მომუშავე მოწყობილობა იყო აქტივირებული[18].

2017 წლის მაისის მონაცემით ამ ოპერაციულ სისტემას ყოველთვიურად ჰყავდა 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი.[12][13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Android Language Breakdown. Open Hub (3 მარტი, 2017). წაკითხვის თარიღი: 11 მარტი, 2017.
  2. Morrill, Dan. (September 23, 2008) Announcing the Android 1.0 SDK, release 1. Google. წაკითხვის თარიღი: March 11, 2017.
  3. Android 7.0 Nougat. ციტატა: „Internationalization
    Multi-locale support [..]
    New languages supported: Coupled with allowing you to select multiple languages preferences, Android Nougat allows you to select from 100 new languages and 25 locales for commonly used languages such as English, Spanish, French, and Arabic. This enables Apps to better support and understanding your language preferences even if your devices lacks official support for it.“ წაკითხვის თარიღი: 5 სექტემბერი, 2016.
  4. android/platform/bionic/.
  5. android/platform/external/mksh/. დაარქივებულია ორიგინალიდან - January 21, 2016.
  6. android/platform/external/toybox/toys/.
  7. Android gets a toybox.
  8. Licenses. Google. წაკითხვის თარიღი: March 11, 2017.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 Elgin, Ben. (17 აგვისტო, 2005) Google Buys Android for Its Mobile Arsenal. Bloomberg Businessweek. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 თებერვალი, 2011. ციტატა: „In what could be a key move in its nascent wireless strategy, Google (GOOG) has quietly acquired startup Android, Inc., ...“
  10. Mark Wilson. (23 სექტემბერი, 2008) T-Mobile G1: Full Details of the HTC Dream Android Phone. gizmodo.com.
  11. Smartphone OS global market share 2009-2016 - Statistic. წაკითხვის თარიღი: November 30, 2016.
  12. 12.0 12.1 Protalinski, Emil. (17 მაისი, 2017) Android passes 2 billion monthly active devices. წაკითხვის თარიღი: 17 მაისი, 2017.
  13. 13.0 13.1 Ng, Alfred. (17 მაისი, 2017) Google's Android now powers more than 2 billion devices. CBS Interactive. წაკითხვის თარიღი: 17 მაისი, 2017.
  14. Markoff, John. “I, Robot: The Man Behind the Google Phone“, The New York Times, 4 ნოემბერი, 2007. 
  15. Kirsner, Scott. “Introducing the Google Phone“, The Boston Globe, 2 სექტემბერი , 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 იანვარი, 2010. 
  16. Vogelstein, Fred. “How the Android Ecosystem Threatens the iPhone“, Wired, აპრილი 2011. 
  17. Chris Welch. (16 აპრილი, 2013) Before it took over smartphones, Android was originally destined for cameras. The Verge.
  18. Vic Gundotra - Google+ - Just back from a whirlwind trip to Asia visiting our…. Plus.google.com.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Android&oldid=3392438“-დან