Reckoner

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Reckoner“

სინგლის ყდა
სინგლი  – Radiohead
ალბომიდან In Rainbows
გამოსვლის თარიღი 23 სექტემბერი 2008
ფორმატი ციფრული ჩამონატვირთი
ჟანრი ალტერნატიული როკი, არტ-როკი
ხანგრძლივობა 4:50
ლეიბლი XL Recordings
სიმღერის ავტორი Radiohead
პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩი, Radiohead
Radiohead – სინგლების ქრონოლოგია

„House of Cards“ / „Bodysnatchers“
(2008)
Reckoner
(2008)
„All I Need“
(2009)
In Rainbows სიმღერების სია

Reckoner“ — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის სიმღერა ალბომიდან In Rainbows. იგი ალბომის მესამე და უკანასკნელი სინგლის სახით გამოიცა 2008 წლის 23 სექტემბერს.[1] Radiohead-ის ოფიციალურ საიტზე ასევე განთავსებული იყო მისი ცალკეული პარტიები (ვოკალი, ფორტეპიანო, გიტარა), რათა ჯგუფის მსმენელებს თავად შეეძლოთ მისი რემიქსის შექმნა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს პირველად შესრულდა სიმღერა Reckoner. ეს სიმღერა, აგრეთვე ცნობილი როგორც 'Feeling Pulled Apart by Horses', გადამუშავებული იქნა. 2005 წელს ტომ იორკის მიერ აკუსტიკურ გიტარაზე პირველად შესრულდა Nude და მასთან - Reckoner-ის ერთ-ერთი პირველი ვარიანტი. მოგვიანებით იორკს ჰკითხეს, რას უპირებდა Reckoner-ს. მისივე თქმით, ეს მკვდარი და დამარხული მასალაა. 2006 წლის ტურნეზე Radiohead მას არ ასრულებდა სხვა სიმღერებთან, რომლებიც მოგვიანებით მოხვდა დისკში In Rainbows. თუმცა, როდესაც ცნობილი გახდა, თუ რა სიმღერები შევა ახალ დისკში, მისმა სახელწოდებამ ასევე გაიჟღერა.

სტუდიური დისკის ვერსია, თავის მხრივ, უფრო ახლოს არის პირველ ვარიანტებთან. როდესაც 2007 წლის ოქტომბერში ალბომი გამოჩნდა გაყიდვაში, კრიტიკოსებმაც და მსმენელებმაც აღნიშნეს, რომ სტუდიური ვარიანტი უფრო მშვიდია, ვოკალი სრულდება ფალცეტოს სტილში, დომინირებს პერკუსია და გიტარის უფრო მშვიდი რიფები, ასევე ჟღერს განსხვავებული ტექსტი. ჩანაწერზე ასევე ჟღერს სიმებიანი ორკესტრი, რომლის არანჟირებაც ჯონი გრინვუდს ეკუთვნის.

2007 წლის ბოლოს ბიბისის რადიოსთან ერთ-ერთ ინტერვიუში ჯგუფმა აღნიშნა, რომ ახალი Reckoner იწერებოდა ნულიდან და მათ სურდათ სრულიად სხვა სიმღერის მიღება, იგივე სახელწოდებით.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალური ვიდეო კონკურსი გაიმართა საიტზე Aniboom. ვიდეო არჩეული იქნა 2008 წლის 1 ოქტომბერს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Radiohead add 'Reckoner' to fan remix website. NME (23 September 2008). წაკითხვის თარიღი: 16 August 2009.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Reckoner&oldid=3426493“-დან