და იქნება სისხლი
| „და იქნება სისხლი“ | |
|---|---|
|
| |
| ჟანრი | დრამატული |
| დამდგმელი რეჟისორი | პოლ ტომას ანდერსონი |
| პროდიუსერი | ჯოან სელარი, პოლ ტომას ანდერსონი, დანიელ ლუპი |
| სცენარის ავტორი | პოლ ტომას ანდერსონი |
| ეფუძნება |
„ნავთობი“ — ეპტონ სინკლერი |
| როლებში | დენიელ დეი-ლუისი |
| მუსიკა | ჯონი გრინვუდი |
| ოპერატორი | რობერტ ელსვიტი |
| მონტაჟი | დილან ტიჩენორი |
| მხატვარი | ჯიმ ერიქსონი |
| დისტრიბუტორი |
Paramount Vantage Miramax Films |
| გამოსვლის თარიღი | 27 სექტემბერი, 2007 |
| ხანგრძლივობა | 158 წთ. |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $ 25 მლნ |
| შემოსავალი | $76 181 545 |
„და იქნება სისხლი“ (ინგლ. There Will Be Blood) — 2007 წლის ამერიკული ფილმი. წარმოადგენს ეპტონ სინკლერის რომანის ეკრანიზაციას. მოქმედება მიმდინარეობს კალიფორნიაში მეოცე საუკუნის 20-იან წლებში და ასახავს დენიელ პლეინვიუს, ნავთობმომპოვებელი კომპანიის ამბიციური მფლობელის ისტორიას.
გადაღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის გადასაღები სამუშაოები მიმდინარეობდა 2006 წლის ზაფხულში კალიფორნიაში, ნიუ-მექსიკოსა და ტეხასში. ტეხასში ამავდროულად მიმდინარეობდა ძმები კოენების ფილმის „მოხუცებისთვის ადგილი არ არის“ გადაღება.
დენიელ დეი-ლუისი დათანხმდა როლს, რადგან მოეწონა რეჟისორ პოლ ტომას ანდერსონის წინა ფილმი „გამაოგნებელი სიყვარული“. როლისთვის მოსამზადებლად დენიელ დეი-ლუისი უსმენდა ჯონ ჰიუსტონის ძველ ჩანაწერებს.
ფილმის მუსიკა ეკუთვნის ჯგუფ Radiohead-ის წევრ ჯონი გრინვუდს.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დენიელ დეი-ლუისმა მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის. ფილმმა ასევე დაიმსახურა ოსკარი საუკეთესო ოპერატურისთვის და ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის.