სპექტრი (2015 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სპექტრი
რეჟისორი სემ მენდესი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება ჯეიმზ ბონდი
იენ ფლემინგი
ისტორია
  • ჯონ ლოგანი
  • ნილ პერვისი
  • რობერტ უეიდი
როლებში
კომპოზიტორი ტომას ნიუმენი
ოპერატორი ჰოიტე ვან ჰოიტემა
მონტაჟი ლი სმითი
სტუდია Eon Productions
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი
  • ოქტომბერი 26, 2015 (2015-10-26) (გაერთიანებული სამეფო)
  • ნოემბერი 6, 2015 (2015-11-06) (აშშ)
ხანგრძლივობა 148 წთ.[2]
ქვეყანა
  • გაერთიანებული სამეფო
  • აშშ[3]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 245-250 მილიონი აშშ დოლარი[N 1]
შემოსავალი 865 მილიონი აშშ დოლარი[11]

სპექტრი (ინგლ. Spectre) — 24-ე ფილმი ჯეიმზ ბონდის ფილმების სერიაში, გამოშვებული Eon Productions-ის მიერ. იგი არის რიგით მეორე ფილმი ბონდის სერიიდან, რომლის რეჟისორია სემ მენდესი და მეოთხე, რომელშიც დენიელ კრეიგი ასრულებს ჯეიმზ ბონდის როლს. ფილმში აგრეთვე მონაწილეობს კრისტოფ ვალცი (ფრანც ობერჰაუზერი, ბონდის მტერი). „სპექტრი“ გამოვიდა 2015 წლის 6 ნოემბერს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც მელორი ხდება M, მეხიკოში ყოფნისას, წინა M-ის გზავნილის საფუძველზე, ჯეიმზ ბონდი კლავს სამ მამაკაცს და მისდევს მარკო სკიარას, მკვლელს, რომელსაც ასევე კლავს, მაგრამ უკანასკნელ წამებში ართმევს ბეჭედს რვაფეხას გამოსახულებით. თვითნებური ქმედებების გამო ლონდონში M მას მოვალეობებს შეუჩერებს. იგი ამავე დროს C-ს, ახალი კერძო საგამოძიებო სააგენტოს უფროსს უპირისპირდება. C-ს ინიციატივით, ბრიტანეთი უნდა შეუერთდეს „ცხრა თვალს“, დაზვერვის გლობალურ ინიციატივას, რასაც მოჰყვება 00-ების სააგენტოს დახურვაც.

ბონდი M-ის ბრძანებას არ ემორჩილება და რომში ბრუნდება, რათა წინა M-ის საბოლოო თხოვნის თანახმად, სკიარას დასაფლავებას დაესწროს. იმავე საღამოს იგი მოკლულის მეუღლეს, ლუსიას ეწვევა. ქალი მას უამბობს „სპექტრზე“, კრიმინალურ ორგანიზაციაზე, რომელშიც მისი მეუღლე იყო გაწევრიანებული. ბონდი შეაღწევს ორგანიზაციის საიდუმლო შეხვედრაზე, სადაც იხილავს მის ლიდერს, ფრანც ობერჰაუზერს. მოულოდნელად უკანასკნელი ჯეიმზს სახელით მიმართავს და ბონდი შენობიდან გარბის. მას მისდევს მისტერ ჰინქსი, ორგანიზაციის ერთ-ერთი დაქირავებული მკვლელი. მანიპენი ბონდს გადასცემს ინფორმაციას, რომლის მიხედვით ჯეიმზი პოულობს მისტერ უაიტს, „კვანტუმის“, „სპექტრის“ ქვედანაყოფის ყოფილ წევრს. ბონდი მანიპენის სთხოვს, ობერჰაუზერის საქმე გამოიძიოს, ვინაიდან უკანასკნელი წლების განმავლობაში გარდაცვლილად ითვლებოდა.

ბონდი ავსტრიაში უაიტს პოულობს, რომელიც თალიუმით მოწამლული, ნელი ტემპით კვდება. იგი აღიარებს, რომ „კვანტუმს“ დაშორდა და ბონდს სთხოვს თავისი შვილის, დოქტორ მადლენ სუონის მოძებნას, რომელიც მას ლ'ამერიკენს უჩვენებს, რაც ჯეიმზს „სპექტრთან“ მიიყვანს. უაიტი ბონდის იარაღით თავს იკლავს. ჯეიმზი სუონს პოულობს ჰოფლერის კლინიკაში, მაგრამ ქალს იტაცებს ჰინქსი. ბონდი მას გადაარჩენს. ორივე შეხვდა Q-ს, რომელიც დაადგენს, რომ სკიარას ბეჭედი ბონდის წინა მისიებს უკავშირდება. აღმოჩნდება, რომ ლე შიფრიც, დომინიკ გრინიც და რაულ სილვაც „სპექტრის“ აგენტები იყვნენ. სუონის დახმარებით ბონდი აღმოაჩენს, რომ ლ'ამერიკენი სინამდვილეში ტანჟერში მდებარე სასტუმროა.

სასტუმროში ჯეიმზი უაიტის საიდუმლო ოთახს პოულობს, სადაც უდაბნოში მდებარე ობერჰაუზერის ბაზის კოორდინატებს აღმოაჩენს. მატარებლით მგზავრობისას მათ ესხმის ჰინქსი. სუონის დახმარებით ბონდი მას მატარებლიდან აგდებს. სადგურზე მისვლის შემდეგ მათ გადაიყვანენ ობერჰაუზერის ბაზაზე. უკანასკნელი მათ უამბობს, რომ „სპექტრი“ სპეციალურად აწყობდა ტერორისტულ თავდასხმებს, რათა „ცხრა თვალის“ აუცილებლობა შექმნილიყო. სანაცვლოდ „სპექტრს“ ეძლევა პროგრამის ყველა მონაცემზე წვდომის საშუალება. ბონდს აწამებენ. ობერჰაუზერი მას უამბობს, თუ როგორც უვლიდა ჯეიმზს ბავშვობაში ჰენსი, მისი მამა, მას შემდეგ, რაც ბონდმა მშობლები დაკარგა. ობერჰაუზერმა კი ეჭვიანობის ნიადაგზე მამა მოკლა და საკუთარი სიკვდილიც განასახიერა, აიღო ფსევდონიმი „ერნსტ სტავრო ბლოფელდი“ და ჩამოაყალიბა „სპექტრი“. ბონდის ფეთქებადი საათის დახმარებით ჯეიმზი და სუონი გარბიან, კლავენ აგენტებს, აფეთქებენ ბაზას და ლონდონში ბრუნდებიან.

ვინაიდან აფრიკაში მდებარე ბაზა ქსელის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო, ლონდონში სუონი და ჯეიმზი ხვდებან M-ს, ბილ ტენერს, Q-ს და მანიპენის. ისინი აპირებენ C-ს დაპატიმრებას და „ცხრა თვალის“ გაშვების შეჩერებას. სუონი ტოვებს ბონდს, ეუბნება რა, რომ აღარ შეუძლია ჯაშუშის ცხოვრების ნაწილად ყოფნა. მას მოგვიანებით იტაცებენ. ბონდის და სხვების დროებით დაჯგუფებას თავს ესხმიან, მაგრამ ნაწილი ბოროტმოქმედებს გაურბის. Q აჩერებს „ცხრა თვალს“, M და С ერთმანეთს უპირისპირდებიან და C შემთხვევით ეცემა მაღალი სართულიდან და კვდება. ბონდი გადაჰყავთ MI6-ის ძველ, ნახევრად დანგრეულ შენობაში, რომლის საბოლოო დანგრევაა დაგეგმილი. შენობაში იგი თავს ითავისუფლებს და დანგრეულ ლაბირინთებში შეშინებულ ბლოფელდს პოულობს, რომელიც ჯეიმზს ეუბნება, რომ დანაღმული შენობის დანგრევამდე დარჩენილია 3 წუთი, ხოლო ერთ-ერთ ოთახში სუონია ჩაკეტილი. ბონდი არჩევანის წინაშეა. იგი პოულობს სუონს და ორივე ნავით გარბის. მათ ზურგს უკან შენობა ფეთქდება. ბონდი აგდებს გაქცეული ბლოფელდის ვერტმფრენს, რომელიც უესტმინსტერის ხიდზე ეცემა. უძლური ბლოფელდი მიხოხავს, მაგრამ მას ბონდი აჩერებს. მოკვლის სანაცვლოდ, ჯეიმზი მას გადასცემს M-ს და ხიდს სუონთან ერთად ტოვებს. რამდენიმე დღის შემდეგ იგი ბიუროში ბრუნდება, სადაც Q გადასცემს შეკეთებულ, 1964 წლის Aston Martin DB5-ს, რომლითაც ჯეიმზი მიემგზავრება სუონთან ერთად.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სპექტრი (საუნდტრეკი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The official production budget for Spectre has been debated. Estimates range from $245—250[4][5][6][7] to as high as $300—350 million[8][9] The $350 million figure also incorporates the $100 million marketing budget.[10] $21.5 million was spent on television advertisements and a further $100 million was spent on promotion and advertising.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Spectre poster. წაკითხვის თარიღი: 3 სექტემბერი 2015.
  2. Spectre (12A). British Board of Film Classification (21 ოქტომბერი 2015). წაკითხვის თარიღი: 21 ოქტომბერი 2015.
  3. Film Review: Spectre. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი 2015.
  4. Pamela McClintock. (4 ნოემბერი 2015) Box-Office Preview: Spectre and Peanuts Movie to the Rescue. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: 4 ნოემბერი 2015.
  5. 5.0 5.1 Anthony D'Alessandro. (7 ნოემბერი 2015) Spectre Now Targeting $73M to $74M Opening; The Peanuts Movie Cracking $40M-$45M – Updated. 'Deadline.com'. წაკითხვის თარიღი: 8 ნოემბერი 2015.
  6. Brent Lang. (4 ნოემბერი 2015) Box Office: Spectre Needs to Make $650 Million to Break Even. Variety. წაკითხვის თარიღი: 8 ნოემბერი 2015.
  7. Ben Fritz. (8 ნოემბერი 2015) Spectre, The Peanuts Movie Give Box Office a Welcome Boost. The Wall Street Journals. წაკითხვის თარიღი: 10 ნოემბერი 2015.
  8. Scott Mendelson. (21 ოქტომბერი 2015) 'Spectre' Doesn't Need To Top 'Skyfall' Because 'James Bond' Is A Bullet-Proof Franchise. Forbes. წაკითხვის თარიღი: 8 ნოემბერი 2015.
  9. Alicia Adejobi. (25 ოქტომბერი 2015) Spectre movie in numbers: Daniel Craig salary, film budget and James Bond theme tune sales. International Business Times. წაკითხვის თარიღი: 8 ნოემბერი 2015.
  10. Anthony D'Alessandro. (9 ნოემბერი 2015) Even Shy of Skyfall, Spectre Picked Up Sluggish Box Office; Will it Turn a Profit? – Monday Postmortem. 'Deadline.com'. წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი 2015.
  11. Spectre (2015). წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2016.