გრანჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრანჟი (ხანდახან მოხსენიებული როგორც სიეტლის მუსიკა) — ალტერნატიული როკის ქვეჟანრი, რომელიც შუა 1980-იანებში ჩამოყალიბდა ამერიკის შტატ ვაშინგტონში, კონკრეტულად კი სიეტლის მიდამოებში. იმის გამო, რომ ჟანრზე გავლენა იქონიეს ჰარდკორ-პანკმა, მძიმე მეტალმა და ინდი-როკმა, გრანჟი ხასიათდება ელექტრო გიტარებზე მძიმედ დისტორშენით კონტრასტული დინამიური მუსიკის ფონზე და ხშირად აპათიური ან შიშის გრძნობით სავსე ტექსტებით. ბევრი გრანჟ მუსიკოსი შემჩნეულია მოუწესრიგებელი გარეგნობით და თეატრალურობის უარყოფით (თავდად ტერმინი „გრანჟიც“ მომდინარეობს სლენგისგან, რომელიც „ჭუჭყს“, „სიბინძურეს“ აღნიშნავს).

გვიან 1980-იანებში ადრეული გრანჟ-მოძრაობა ერთიანდებოდა სიეტლური ლეიბლის Sub Pop-ის გარშემო. გრანჟმა კომერციულ წარმატებას მიაღწია 1990-იანი წლების დასაწყისში, ძირითადად Nirvana-ს ალბომის Nevermind და Pearl Jam-ის ალბომის Ten გამოშვების გამო. ამ ჯგუფების წარმატებამ პოპულარული გახადა ალტერნატიული როკი, ხოლო გრანჟი მძიმე როკის ყველაზე პოპულარულ ფორმად აქცია იმ დროისთვის.[1] მიუხედავად ამისა, განჟის შემსრულებელმა ბევრმა ჯგუფმა წარუმატებლობა განიცადა: ზოგი მათგანი დაიშალა, ზოგიც კი 1990-იანების მიწურულს აღარ ჩანდნენ მუსიკალურ ასპარეზზე. მათი გავლენა კი კვლავ იგრძნობა თანამედროვე როკ-მუსიკაზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Grunge. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2007-08-03.