„Stop Whispering“ — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის სიმღერა, რომელიც სინგლის სახით გამოვიდა 1993 წლის ოქტომბერში. იგი შეტანილია ალბომში Pablo Honey. დღემდე, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ჯგუფი მას არ ასრულებს თავის კონცერტებზე.
ეს სიმღერა დაიწერა, როგორც ჯგუფისადმი Pixies მიძღვნა. Stop Whispering ასევე არის Radiohead-ის ერთ-ერთი უძველესი სიმღერა, იმ პერიოდიდან, როდესაც მას ჯერ კიდევ On A Friday ერქვა.