შინაარსზე გადასვლა

Hail to the Thief

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Hail to the Thief
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 9 ივნისი, 2003
ჩაიწერა 2002 – 2003
სტუდია
  • Ocean Way Recording
  • (ჰოლივუდი, კალიფორნია)
  • Canned Applause
  • (ოქსფორდშირი, ინგლისი)
ჟანრი
ხანგრძლივობა 56:35
ლეიბლი
პროდიუსერი
Radiohead — ქრონოლოგია
I Might Be Wrong: Live Recordings
(2001)
Hail to the Thief
(2003)
COM LAG (2plus2isfive)
(2004)
სინგლები ალბომიდან Hail to the Thief
  1. „There There“
    გამოცემის თარიღი: 26 მაისი 2003
  2. „Go to Sleep“
    გამოცემის თარიღი: 18 აგვისტო 2003
  3. „2 + 2 = 5“
    გამოცემის თარიღი: 17 ნოემბერი 2003
  4. „A Punch Up at a Wedding“
    გამოცემის თარიღი: 5 იანვარი 2004 (რადიო)[5]
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic(85/100)
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4/5 stars
Alternative Press5/5 stars[6]
Drowned in Sound10/10 stars[7]
Entertainment WeeklyA-[8]
The Guardian3/5
NME7/10
Pitchfork Media9.3/10
PopMatters9/10[9]
რობერტ კრისტგოუ(1 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)(1 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)(1 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)[10]
Rolling Stone4/5 stars[11]
Spin9/10
Stylus MagazineB+[12]
Uncut9/10[13]

Hail to the Thief — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2003 წლის 9 ივნისს, ლეიბლზე Parlophone Records. ალბომების Kid A (2000) და Amnesiac (2001) ჯაზური, კლასიკური და ელექტრონული მუსიკით გაჯერების შემდეგ, Hail to the Thief-ში გაერთიანებულია ალტერნატიული როკი, დრამ-მანქანები, სინთეზატორები და ციფრული მანიპულირება.

Hail to the Thief-ის პროდიუსერია ნაიჯელ გოდრიჩი, რომელიც მასზე ლოს-ანჯელესში მუშაობდა. წინა ალბომებზე ხანგრძლივად მუშაობისგან განსხვავებით, Radiohead Hail to the Thief-ს სწრაფად იწერდა, მრავალი დამატებითი დუბლის და არანჟირების გარეშე. ტომ იორკის მიერ სიმღერების ნაწილი დაიწერა ტერორიზმთან ომის შთაგონებით და მათ ტექსტებში აირეკლა დასავლეთში მემარჯვენე პოლიტიკის აღზევება.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი გამოცემამდე ათი კვირით ადრე ინტერნეტში მოხვდა, იგი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში გამოსვლისთანავე #1 გახდა, ხოლო „ბილბორდის“ 200-ეულში #3 იყო. სამშობლოსა და კანადაში ჯგუფს ალბომისთვის სამმაგი პლატინა მიენიჭა. დისკიდან ჩარტებში სამი სინგლი მოხვდა - „There There“, „Go to Sleep“ და „2 + 2 = 5“. დადებითი შეფასებების გარდა, Hail to the Thief-ს წილად ხვდა ნომინაცია გრემის ჯილდოზე წლის ალტერნატიული ჟანრის ალბომის კატეგორიაში. ამასთან, ეს იყო უკანასკნელი დისკი, რომელიც Radiohead-მა EMI-სთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში გამოსცა.

Amnesiac-ს ტურნეს დასრულების შემდეგ Radiohead-მა გასტროლები ესპანეთსა და პორტუგალიაში განაგრძო, რითაც ჯგუფის წევრებმა შესაძლებლობა გამოიყენეს ახალი სიმღერები წარედგინათ საკუთარი მსმენელის წინაშე. შედეგად, ლოს-ანჟელესის სტუდიაში მალევე ჩაწერეს ახალი ალბომი, რომელსაც ოქსფორდში ჩაწერილი სიმღერებიც მიამატეს. სტუდიურმა მუშაობამ და კეთილგანწყობილი ჟღერდაობის მისაღწევად გაღებულმა ძალისხმევამ გადაღალა Radiohead. ამჯერად მრავალფეროვნებისთვის კონცერტებსა და ტურნეებზე გადაერთო ჯგუფი, სადაც შესატყვისი გარემო იყო შექმნილი ახალი ალბომის ელეტრონული, სტერეო ხმების გადმოსაცემად. რიგით მეექვსე ალბომი Hail to the Thief (2003 წლის ივნისი) ყველა იმ ასპექტს მოიცავს რაც Radiohead-ის ადრეულ ნამუშევრებში იქნა წარმოდგენილი – გიტარის, ელექტრონიკისა და თემატური ტექსტების ერთობლიობა საინტერესო ილუზიურ განწყობას ქმნის. ლირიკის მხრივ ყველაზე საინტერესოა ალბომის პირველი ტრეკი “2+2=5” . მისი შექმნის ისტორია ბრიტანელი მწერლის ჯორჯ ორუელის (1903-1950) ნაწარმოებს “Nineteen Eighty-Four” უკავშირდება. რომანის მთავარი გმირი ცხოვრობს ქალაქში, სადაც ხელისუფლების გავლენით ხალხის აზროვნება რადიკალურად იცვლება – ისინი პოლიტიკოსების მიერ თავსმოხვეული აზრებით იწყებენ ცხოვრებას. გმირიც კარგავს თავის ინდივიდუალიზმს, ჩაერთვება ამ დიდ სიყალბეში და აღიარებს, რომ 2+2=5. იორკს ამ წიგნმა უბიძგა სიმღერის დაწერისკენ, რითაც კიდევ ერთხელ გამოთქვა პროტესტი არსებული სიყალბისა და დემაგოგიის მოყვარული პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა რომ ალბომს საკმაოდ პოზიტიური შეფასება მისცეს, კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს რომ ეს მიღწეულის შენარჩუნებას უფრო ჰგავს ვიდრე იმ “ჟანრობრივ ცვლილებას” რომელიც მათი მესამე ალბომიდან დიწყო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია Radiohead-ისთვის მეოთხედ მოეპოვებინა #1 ადგილი ბრიტანეთში. კომერციული მოგების მხრივ, საშუალო წარმატება მოიპოვა აშშ-ში, სადაც ალბომის გამოშვებიდან პირველი კვირის განმავლობაში საოცარი ტემპით იზრდებოდა გაყიდვების რაოდენობა, შემდეგ კი დაეცა. მთავარი სინგლი There There #4 გახდა ბრიტანულ ჩარტში ხოლო შემდგომი სინგლები “Go to Sleep” და “2+2=5” შესაბამისად #12 და #15 ადგილებზე განთავსდნენ. Hail to the Thief ნომინირებული იყო გრემიზე როგორც “საუკეთესო ალტერნატიული ალბომი” (უკვე მეხუთედ ჯგუფის ისტორიაში). პროდიუსერმა ნაიჯელ გოდრიჩმა კი მიიღო გრემი “ალბომის საუკეთესო არანჟირებისათვის”.

მართალია სახელწოდება Hail to the Thief მიჩნეული იყო, როგორც 2000 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიმართულ პროტესტად (კონკრეტულად კი იმ “ქურდის” მიმართ ვინც არჩევნები “მოიპარა”), მაგრამ იორკმა ეს ყოველივე უარყო. მისი თქმით მასზე 2001-2002 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი გავლენა ჰპოვეს და სათაურიც აქედან დაიბადა. ალბომის გარეკანზე გამოსახულია ლოს-ანჟელესის ხედი ლონდონის, გროზნოსა და ბაღდადის ქუჩების რუკებით. Hail to the Thief-ის გამოშვების შემდეგ Radiohead-მა მორიგი საერთაშორისო ტურნე წამოიწყო, რომელიც 2003 წლის გლასტონბერის ფესტივალში მონაწილეობით დაიწყო და 2004 წლის კოაჩელას ფესტივალზე გამოსვლით დასრულდა. დროის მომდევნო მონაკვეთი ოქსფორდის სტუდიაში ჩაწერებით გაგრძელდა, მაგრამ მალევე შეფერხდა, რადგან ედ ო'ბრაიენი და კოლინ გრინვუდი შვილებს ელოდებოდნენ და საკუთარ ოჯახებთან ყოფნა ესაჭიროებოდათ. საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გათავისუფლებულმა ჯგუფის წევრებმა 2004 წლის დარჩენილი თვეები დასვენებასა და სოლო-პროექტებზე მუშაობას მიუძღვნეს. ამავე წლის დეკემბერში გამოუშვეს სატელევიზიო შოუ “The Most Gigantic Lying Mouth of All Time”.

ყველა სიმღერას აქვს მეორე სახელწოდება, რომელიც აღნიშნულია ალბომის ბუკლეტზე

ყველა სიმღერის ავტორი — Radiohead.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„2 + 2 = 5 (The Lukewarm.)3:19
2.„Sit down. Stand up. (Snakes & Ladders.)4:19
3.„Sail to the Moon. (Brush the Cobwebs out of the Sky.)4:18
4.„Backdrifts. (Honeymoon is Over.)5:22
5.„Go to Sleep. (Little Man being Erased.)3:21
6.„Where I End and You Begin. (The Sky is Falling in.)4:29
7.„We suck Young Blood. (Your Time is up.)4:56
8.„The Gloaming. (Softly Open our Mouths in the Cold.)3:32
9.„There There. (The Boney King of Nowhere.)5:23
10.„I will. (No man's Land.)1:59
11.„A Punchup at a Wedding. (No no no no no no no no.)4:57
12.„Myxomatosis. (Judge, Jury & Executioner.)3:52
13.„Scatterbrain. (As Dead as Leaves.)3:21
14.„A Wolf at the Door. (It Girl. Rag Doll.)3:21
შენიშვნები
  1. არასწორად მითითებულია, როგორც „I Will-ის ვერსია მასტერინგის გარეშე“.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !
სქოლიო
  1. Radiohead – Hail To The Thief. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-11. ციტირების თარიღი: 2017-10-18.
  2. Harvilla, Rob. (25 September 2003) Radiohead Rorschach. Houston Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 4 September 2015.
  3. Radiohead - Hail to the Thief. ციტირების თარიღი: 8 May 2016.
  4. Lecaro, Lina. (6 May 2004) Coachella 2004. LA Weekly. ციტირების თარიღი: 4 September 2015.
  5. Promo Only: Modern Rock Radio (January 2004) AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 23 February 2012.
  6. Jul 2003, p.120
  7. Andrew Future. (7 June 2004) Hail to the Thief Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 10 June 2012.
  8. Rob Brunner. (6 June 2003) Hail to the Thief Review. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 23 February 2012.
  9. Hreha, Scott. (20 June 2003) Radiohead: Hail to the Thief. http://www.popmatters.com.
  10. რობერტ კრისტგოუ. CG: Radiohead. რობერტ კრისტგოუ. ციტირების თარიღი: 17 February 2012.
  11. Toure. (3 June 2003) Hail to the Thief. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 23 May 2012.
  12. Nick Southall. (1 September 2003) Radiohead - Hail to the Thief - Review. Stylus Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 17 February 2012.
  13. http://www.metacritic.com/music/hail-to-the-thief/critic-reviews