შინაარსზე გადასვლა

სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პროვინცია (სომხეთი))

სომხეთი დაყოფილია თერთმეტ ადმინისტრაციულ დანაყოფად. მათგან ათი პროვინციაა, რომელთაც სომხურად მარზი ჰქვია, რაც თავად წარმოებულია სპარსული სიტყვისგან mærz, რომელიც „საზღვარს“ აღნიშნავს. ერევანი ცალკეა გამოყოფილი და როგორც ქვეყნის დედაქალაქს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული სტატუსი. ათი მარზის აღმასრულებლებს მარზპეტები ეწოდებათ (შუა სპარსული marzbod-იდან, რაც „საზღვრის გამგებელს“ ნიშნავს). მათ სომხეთის მთავრობა ნიშნავს. ერევნის მთავარი აღმასრულებელი მერია, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია სომხეთის პროვინციები სტატისტიკური მონაცემებით:

სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა
მარზიმშობლიური
სახელწოდება
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა
(2011)
ადმ. ცენტრი
არაგაწოტნიԱրագածոտն2,756132,925აშტარაკი
არარატიԱրարատ2,090260,367არტაშატი
არმავირიԱրմավիր1,242265,770არმავირი
გეღარქუნიქიԳեղարքունիք5,349235,075გავარი
ვაიოცძორიՎայոց Ձոր2,30852,324ეღეგნაძორი
კოტაიქიԿոտայք2,086254,397რაზდანი
ლორეԼոռի3,799235,537ვანაძორი
სივნიეთიՍյունիք4,506141,771კაპანი
ტავუშიՏավուշ2,704128,609იჯევანი
შირაკიՇիրակ2,680251,941გიუმრი

თითოეული პროვინცია შედგება თემებისგან (hamaynkner, მხოლობითში hamaynkn). თითოეულ თემში თვითმმართველობაა და ერთი ან რამდენიმე დასახლება (bnakavayr). დასახლებები კლასიფიცირებულია, როგორც ქალაქის (kaghak) ტიპის ან სოფლის (gyugh) ტიპის. 2018 წლის მონაცემებით, სომხეთში 503 თემია, აქედან 46 ურბანული, და 457 სასოფლო. დედაქალაქს, ერევანს, ასევე თემის სტატუსი აქვს.[1] დამატებით, ერევანი დაყოფილია თორმეტ ნახევრად ავტონომიურ უბნად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. რეგიონული ადმინისტრაციული ერთეულები. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-20. ციტირების თარიღი: 2008-09-11.