* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2017
პეპემ ფეხბურთის თამაში დაიწყო „ნაპოლიში“. შემდეგ 18 წლის ასაკში გადავიდა „კორინთიასში“. 2001-2002 წლების სეზონში კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ „მარიტიმუსთან“, სადაც სამი სეზონის გაატარა. 2004 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „პორტუს“ შეუერთდა.
პეპე ძალიან სწრაფად შეიქმნა „პორტუს“ დაცვის ხაზის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად. 2-ჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი და ერთხელ პორტუგალიის თასის მფლობელი.
„მარიტიმუში“ და „პორტუში“ პეპეს თამაშმა ბევრი აღაფრთოვანა. მისი შეძენა სურდა ლისაბონის „სპორტინგს“, მაგრამ ფეხბურთელის ტრანსფერი არ შედგა. ასევე პეპეს შეძენა ძალიან უნდოდა მის ყოფილ მწვრთნელს „მარიტიმუში“.იგი პეპეს „რენში“ ეპატიჟებოდა, მაგრამ ლასლო ბოლონის წინადადებაზე ცენტრალურმა მცველმა უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ პეპე კარგად თამაშობდა, მისი პროგრესი ბრაზილიის ნაკრებში არ შეიმჩნეოდა. ამის გამო პეპემ გადაწყვიტა, რომ პორტუგალიის მოქალაქეობა მიეღო და პორტუგალიის ეროვნულ გუნდში ეთამაშა. ყველა ევროპულ ნაკრებს სურდა პეპეს საკუთარ გუნდში ხილვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ცენტრალური მცველისთვის ოცნება იყო პორტუფგალიის ნაკრებში ასპარეზობა.
თითქმის ყველა ევროპულ გრანდს სურდა პეპეს გადაბირება, მაგრამ წარმოშობით ბრაზილიელმა მცველმა მაინც „რეალი“ აირჩია. პეპე "ბლანკოსის" თვალში შემდეგი ფაქტორების გამო მოხვდა: კარგად ირჩევს პოზიციას, ბრწყინვალედ ართმევს ბურთს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს და ტაქტიკურადაც კარგად თამაშობს. "ბლანკოსში" მისვლიდან რამდენიმე თვეში პეპემ ესპანურ პრესასთან შემდეგი განაცხადა: „პორტუ“ - ეს მხოლოდ ნაბიჯია ჩემს კარიერაში, რადგან ჩემი ოცნება დაკავშირებული იყო „მადრიდის რეალთან“.