ლეონარდ ესაკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლეო ესაკია)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ესაკია.
ლეონარდ (ლეო) ესაკია
Leo Esakia.jpg
დაბ. სახელი ლეონარდ (ლეო) ესაკია
დაბ. თარიღი 27 თებერვალი, 1899
ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 27 ივნისი, 1969 (70 წლის)
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი

ლეონარდ (ლეო) დიმიტრის ძე ესაკია (დ. 27 თებერვალი 1899, ქუთაისი — გ. 27 ივნისი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1966).

1916 წელს გაიწვიეს ჯარში. ომის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ გაზეთებში, აქვეყნებდა ლექსებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს. 1927 წლიდან მუშაობა დაიწყო ქართულ კინოში სცენარისტად, ამავე წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდიაში სახკინმრეწვი. 1929 წლიდან რეჟისორია. ნოვატორული ფილმებით — „ჰოლტზე“ (1928) და „ამერიკანკა“ (1930) ერთგვარი პროტესტი გამოხატა ეთნოგრაფიულ-ორიენტალისტური კინემატოგრაფიის მიმართ, იღვწოდა რეალისტური მხატვრული მეთოდის გასამტკიცებლად. 1932 წელს დადგა პირველი ქართული მხატვრული ხმოვანი ფილმი „შაქირი“.

1941–1955 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე და თბილისის კინოსტუდიის გენერალური დირექტორი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორია ფილმების[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 138, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]