შინაარსზე გადასვლა

შალვა გედევანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გედევანიშვილი.
შალვა გედევანიშვილი
დაბადების სახელი შალვა გედევანიშვილი
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1897
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 1990 (92 წლის)
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი

შალვა მიხეილის ძე გედევანიშვილი (დ. 23 თებერვალი, 1897, თბილისი — გ. 21 იანვარი, 1990) — ქართველი კინორეჟისორი და მსახიობი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მიხეილ და ანასტასია გედევანიშვილების ოჯახში. მისი უმცროსი ძმა — დიმიტრი გედევანიშვილი იყო ფიზიოლოგი. კინოში მუშაობა დაიწყო 1922 წელს პარიზში, რენე კლერთან და აბელ განსთან. 1926 წელს დაბრუნდა საქართველოში. კინოფილმებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ექიმი რიკარდი („ამოკი“, 1927) კორნენტი ამილახვარი („არსენა“, 1937) თბილისელი ჩინოვნიკი („მაგდანას ლურჯა“, 1955) და სხვა. გადაიღო მხატვრული ფილმები „ქეთო და კოტე“ (1948, ვახტანგ ტაბლიაშვილთან ერთად) და „ზვიგენის კბილი“ (1959). გედევანიშვილი მუშაობდა მულტიპლიკაციურ კინოშიც („ნაზიკო“ 1956, „გმირი ერთი საათით“, 1954, „როგორ წარმოიშვა სახლი“, 1954; „ეშმაკის ჯვარცმა“ 1967 და სხვა). მასვე ეკუთვნის პირველი ქართული თოჯინური ფილმი „ნიკო და სიკო“ (1962).

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორი ფილმებისა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1943: „სამი მეგობარი“ (ანიმაციური) ა. სტეფნაიასთან ერთად რეჟ. ვლადიმერ მუჯირი
  • 1950: „ნებიერი“ რეჟ. შ. გედევანიშვილი
  • 1965: „გმირი“ რეჟ. შ. გედევანიშვილი

გადაღებულია ფილმებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]