კასიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დასახლებული პუნქტი
კასიმოვი
თათრ. Касыйм
Kasimov view.JPG
დროშა გერბი
Flag of Kasimov.svg Kasimov city coa.jpg

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 54°57′30″ ჩ. გ. 41°23′50″ ა. გ. / 54.95833° ჩ. გ. 41.39722° ა. გ. / 54.95833; 41.39722
დაარსდა 1152
ფართობი 20 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100 მეტრი
მოსახლეობა 30 243 (1 იანვარი, 2018)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 49131
საფოსტო ინდექსი 391300
ოფიციალური საიტი http://gorod-kasimov.ru/
კასიმოვი — რუსეთი
კასიმოვი

კასიმოვი ისტორიული სახელები: გოროდც-მეშჩიორსკი, ნოვი-ნიზოვოი (რუს. Касимов; თათრ. Касыйм;,[2] Ханкирмән,[3]) — ქალაქი რუსეთში, რიაზანის ოლქში. მდებარეობს მდინარე ოკას მარცხენა სანაპიროზე. მოსახლეობის რაოდენობა: 33,491 2010; 35,816 2002; 37,521 1989; 17,000 1910.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტერიტორიაზე თავდაპირველად მეშჩიორას სახელით ცნობილი ფინური ტომი სახლობდა, რომლებიცშემდგომ რუსებთან და თათრებთან ასიმილირდნენ. ქალაქი 1152 წელს გროდეცკი-ს სახელით დაარსა ვლადიმირ-სუზდალის სამთავროს მმართველმა იური დოლგორუკმა. შემდგომ ცნობილი იყო როგორც: გოროდეც-მეშჩიორსკი. მონღოლური დაპყრობების დროს შედიოდა ოქროს ურდოს მიშერ იურტის ნახევრად ავტონომიური სამთავროს შემადგენლობაში, თუმცა ის მონღოლებმა შემდეგ მოსკოვის დიდი სამთავროს მიყიდეს.

1376 წელს ქალაი მონღოლების შემოსევის დროს დაინგრა, თუმცა მალევე აღდგა ნოვი-ნიზოვოი-ს სახელით. 1445 წელს სუზდალის ბრძოლის შემდეგ (როდესა მოსკოვის დიდი მთავარი ვასილი II ტყვედ ჩავარდა) მეშჩიორას მიწები დიდი მთავრის სიცოცხლის სანაცვლოდ ყაზანის სახანოს მმართველ ულუღ მუჰამედს გადაეცა.

1452 წელს ოსკოვის დიდი მთავარმა ვასილი II-მ ქალაქი გადასცა ულუღ მუჰამედის ვაჟს ყაზანის პრინც ქასიმ ხანს. რომელიც დიდი ურდოს ხარკის ამკრეფს წარმოადგენდა თუმცა შემდეგ რუსეთის სამსახურში ჩადგა. სხვა ცნობების მიხედვით ქასიმი და მისი ძმა იუსუფი გაიქცნენ ყაზანიდან მას შემდეგ რაც ისნის მესამე ძმა მახმუდთან ტახტისთვის დაპირისპირებაში დამარცხდნენ. 1471 წლიდან ცნობილი იყო როგორც ქასიმ ქალაქი. ის ქასიმის სახანოს დედაქალაქად 1681 წელს სახანოს რუსეთში შერწყმამდე რჩებოდა.

თთარების ჯგუფი რომლებიც იქ XV საუკუნეში დასახლდნენ დღეს ცნობილი არიან როგორც ქასიმ თათრები. ისინი თათრული ენის მიშარის და შუა თათრულის შერეულ დიალექტზე საუბრობენ. XIX საუკუნეში ცნობილი იყო მომსახურე პერსონალით, რომლებითაც სანქტ-პეტერბურგის სასტუმროების უმეტესობა იყო დაკომპლექტებული.[4]

ადმინისტრაციული და მუნიციპალური სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული დაყოფის ჭრილში კასიმოვი წარმოადგენს კასიმოვსკის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. მას რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქის სტატუსი აქვს. მუნიციპალური დაყოფის ჭრლში ქალაქი კასიმოვი კასიმოვის ურბანული ოკრუგი-ში შედის.

ისტორიული დაყოფა და ღირშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნეში ქალაქი სამ წანილად გაიყო: ძველი ქალაქი (რუს: Старый Посад; თათრ: İske Bistä) და თათარების ქალქი (რუს: Татарская слобода; თათრ: Tatar Bistäse); იამსკოი (რუს: Ямская слобода) მოსკოვს დაქვემდებარებული მდაბიო რუსები; მარფინა (რუს: Марфина слобода, თათრ: Marfin Bistäse) კასიმოვი ვოევოდების მიერ კონტროლირებაადი ნაწილი.

ქალაქში შემდეგი ისტორიული შენობებია: ხანის მეჩეთი (1467-ის ან 1550-იანების კირქვის მინარეთებით), შახ-ალის მავზოლეუმი (1555), აფგან მუჰამადის მავზოლეუმი (1658).

ასევე არის შედარებით ახალი XVII-XIX საუკუნეების რუსული მართლმადიდებლური ეკლესიები: ნათლისღების სახელობის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამების სახელობის ეკლესია და ამაღლების სახელობის კათედრალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 26. Численность постоянного населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2018 годаFederal State Statistics Service.
  2. ლოკალურ დიალექტზე გამოითქმის როგორც: კა-ჩიიმ
  3. Ханкирмән, Хан-Кермень, აღნიშნავს "ხანის ციხესიმაგრე"
  4.  Chisholm, Hugh, ed. (1911). „Kasimov“ . Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press. p. 693. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)