მილკბილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მილკბილა
Porc formiguer.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მილკბილები
ოჯახი:  Orycteropodidae
გვარი:  Orycteropus
სახეობა:  მილკბილა
ლათინური სახელი
Orycteropus afer (pallas, 1766)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41504
გავრცელება
Aardvark area.png

მილკბილა (ლათ. Orycteropus afer) — ღამით აქტიური საშუალო ზომის მთხრელი ძუძუმწოვარი, რომელიც გავრცელებულია აფრიკაში.[1][2] ის არის ერთადერთი თანამედროვე სახეობა მილკბილების რიგში.[3] სხვა მწერიჭამიებისგან განსხვავებით, მას აქვს გრძელი ღორის მსგავსი დინგი, რომელიც იყენებს საჭმლის მოსაძებნად. ის ბინადრობს აფრიკის სამხრეთის ორ მესამედზე თავს არიდებს ქვიან ტერიტორიებს. როგორც მწერიჭამია, ის დამოკიდებულია ჭიანჭველებზე და ტერმიტებზე, რომებსაც ის თხრის თავიანთი ბუდეებიდან თავისი მჭრელი ბრწყალებით და ძლიერი ფეხებით. ის ასევე თხრის სოროებს, რომელშიც ცხოვრობს და უვლის თავის შვილებს. IUCN-ის წითელი ნუსხის მიხედვით, განეკუთვნება ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა კატეგორიას, თუმცა, როგორც ჩანს, მათი რიცხვები იკლებს.

მილკბილები შედიან აფროტერების ჯგუფში, რომელშიც ასევე არიან სპილოები, ლამანტინები და დამანები.

მილკბილას ჩონჩხი

სახელი და ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი Orycteropus ნიშნავს „მთხრელი ფეხს“, ხოლო afer — აფრიკას.

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილკბილა არ არის ღორის ნათესავი, უფრო სწორად, ის არის გაურკვეველი ძუძუმწოვრების რიგის, მილკბილების ერთადერთი ცოცხალი წარმომადგენელი. ის არ არის არც ჭიანჭველაჭამიების ნათესავი, მიუხედავათ იმისა, რომ მათ აქვთ გარეგნული და სახასიათო მსგავსებები. მილკბილას უახლოესი ცოცხალი ნათესავები ხტუნიები, ტანრეკები და ოქროს თხუნელები არიან[4]. სირენებთან, დამანებთან, სპილოებთან[5] და ზოგიერთ გადაშენებულ სახეობასთან ერთად ის შედის აფროტერების ჯგუფში[6]. მილკბილების ტვინის შესწავლამ აჩვენა მისი მსგავსება კონდილატორებთან.

მილკბილას თავის ქალა

ევოლუციური ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეისტორიული ნაშთების მიხედვით, ბრაიან პეტერსონმა დაასკვნა, რომ მილკბილას წინაპრები აფრიკაში პალეოცენის დასასრულს ცხოვრობდნენ.[6][7] პტოლემაიდები — ძუძუმწოვრები ბოლომდე გაურკვეველი ნათესაური კავშირებით, შესაძლებელია რეალურად იყვნენ მილკბილების მონათესავე რიგი ან თვითონ მილკბილების რიგს ეკუთვნოდნენ.[8][9]

პირველი მილკბილა სავარაუდოდ იყო Myorycteropus africanus, რომელიც ცნობილია კენიის მიოცენის პერიოდის ნაშთებიდან. ყველაზე ადრეული სახეობა მილკბილების გვარიდან არის Orycteropus mauritanicus, რომელიც აღმოაჩენეს ალჟირში, შუა მიოცენის დროინდელ ნაშთებში, თანაბრად ძველი ნაშთი აღმოჩნდა კენიაშიც. მილკბილების ნაშთები თარიღდება 5 მლნ წლით, ისინი გავრცელებულნი იყვნენ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.[6]

გაურკვეველი პლეისტოცენის ეპოქის Plesiorycteropus მადაგასკარიდან თავდაპირველად მილკბილა ეგონათ, რომელიც გამოეყო წინაპრებს და გადავიდა კუნძულზე ეოცენის პერიოდში, მაგრამ საკმაოდ ბევრი ანატომიური განსხვავების და თანამედროვე მოლეკულური მტკიცებულებების გამო, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი იყვნენ ოქროს თხუნელების ნათესავები, რომლებმაც მიაღწიეს მილკბილასნაირ გარეგნობას და ეკოლოგიურ ნიშას.[10]

ქვესახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განირჩევა მილკბილას 17 ქვესახეობა, თუმცა ეს კლასიფიკაცია საკამათოა.

  • Orycteropus afer afer
  • O. a. adametzi Grote, 1921
  • O. a. aethiopicus Sundevall, 1843
  • O. a. angolensis Zukowsky & Haltenorth, 1957
  • O. a. erikssoni Lönnberg, 1906
  • O. a. faradjius Hatt, 1932
  • O. a. haussanus Matschie, 1900
  • O. a. kordofanicus Rothschild, 1927
  • O. a. lademanni Grote, 1911
  • O. a. leptodon Hirst, 1906
  • O. a. matschiei Grote, 1921
  • O. a. observandus Grote, 1921
  • O. a. ruvanensis Grote, 1921
  • O. a. senegalensis Lesson, 1840
  • O. a. somalicus Lydekker, 1908
  • O. a. wardi Lydekker, 1908
  • O. a. wertheri Matschie, 1898

1911 წლის ენციკლოპედია ბრიტანიკა ასევე ახსენებს O. a. capensis-ს სამხრეთ აფრიკიდან[11].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილკბილას ჩონჩხი და ფიტული

მილკბილა გარეგნულად ღორს ჰგავს. მისი ტანი სქელია, ზურგი თვალსაჩინოდ თაღოვანი[12] და თხლად შემოსილი უხეში ბეწვით. კიდურები საშუალო ზომის აქვს, უკანა ფეხები უფრო გრძელია, ვიდრე წინა.[6]. წინა ფეხებმა დაკარგეს ცერა თითი, უკანა ფეხზე ხუთივე თითი შენარჩუნებულია. თითო თითს აქვს დიდი, ძლიერი ბრჭყალი, რომელიც გარკვეულწილად შებრტყელებული და ნიჩბის მსგავსია — გარდამავალი ბრჭყალსა და ჩლიქს შორის.

მილკბილას წონა საშუალოდ 60-დან 80 კილოგრამამდეა,[6] ხოლო სიგრძე 105-დან 130 სანტიმეტრამდე, კუდის ჩათვლით 2,2 მეტრს აღწევს. სიმაღლეში 60 სანტიმეტრამდეა.[12] არის აფროინსექტიფილების (აფრიკის მწერიჭამიების) უდიდესი წარმომადგენელი. მილკბილა მოყვითალო-მონაცრისფროა, ხშირად მიწისგან იღებს მოწითალო-მოყავისფრო ფერს. ბეწვი თხელია, თავსა და კუდზე — მოკლეა, ფეხებზე — გრძელი; ნესტოებზე უხვად და მჭიდრო აქვს, რაც მას თხრის დროს მტვრის გაფილტვრაში ეხმარება. სხეულის მთავარი დამცავი მაგარი და სქელი კანია. კუდი დასაწყისში სქელია და ბოლოსკენ წვრილდება.

თავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი წაგრძელებული თავი დგას მოკლე, სქელ კისერზე. დინგის ბოლოს აქვს დისკი, რომელზედ მდებარეობს ორი ნესტო. მილკბილას თავი შეიცავს ბევრ უნიკალურ და განსხვავებულ მახასიათებელს. ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია მისი კბილებიპულპის მაგივრად თითო კბილზე აქვს შეჯგუფებული, თხელი, ექვსკუთხა, სწორი, პარალელური ვასოდენტინის (დენტინის მოდიფიცირებული ფორმის) მილები, ინდივიდუალური პულპის არხებით, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია კბილის ცემენტით.[6] სვეტების რაოდენობა დამოკიდებულია კბილის ზომაზე, ყველაზე დიდს დაახლოებით 1500-მდე სვეტი აქვს.[12] კბილზე მინანქარი არ აქვთ, ისინი ცვდებიან და თავიდან იზრდებიან. მილკბილები ყბის წინა ნაწილში არსებული ეშვებით იბადებიან, რომლებიც მალევე სძვრებათ და აღარ ეზრდებათ. ზრდასრულ მილკბილებს მხოლოდ საღეჭი კბილები აქვთ, ყბის უკანა ნაწილში დანარჩენი კბილები ღორის მსგავსია, მათ არ აქვთ ფესვები.[13] კბილები შეიცავს 14 ზედა და 12 ქვედა ყბის მოლარს.[14] მილკბილების ცხვირი ასევე ძალიან უცნაურია. მას აქვს ცხვირის 10 ნიჟარა, უფრო მეტი ვიდრე რომელიმე სხვა ძუძუმწოვარს.[6]

მილკბილას ნესტოების კედლები სქელი და თმით სავსეა.[12] მისი ცხვირი ძალიან მოძრავია, რადგან მას განვითარებული სახის კუნთები აქვს[6]. მისი ნესტოების გამყოფ ქსოვილს სავარაუდოდ სენსორის ფუნქცია აქვს, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველია ის ყნოსვითია თუ ვიბრაციული.[15] მას აქვს 9-დან 11-მდე ცხვირის კონჩა, უფრო მეტი ვიდრე რომელიმე სხვა ძუძუმწოვარს, შესადარებლად ძაღლს 4-დან 5-მდე ტურბინის ძვალი აქვს. ტურბინის ძვალი დიდი რაოდენობით მილკბილას აქვს მეტი ადგილი ნესტისთვის, ეხმარება ეპითელიუმს და განლაგებულია ყნოსვის ბოლქვში. მისი ცხვირი შეიცავს 9 ყნოსვის ბოლქვს, უფრო მეტს ვიდრე სხვა რომელიმე ძუძუმწოვარისა.[12] მათი სახე წააგავს ღორის წაგრძელებულ სახეს. მათი პირი პატარა და მილისებრია, რაც ახასიათებთ ცხოველებს რომლებიც, იკვებებიან ჭიანჭველებით და ტერმიტებით. მილკბილას აქვს გრძელი და წვრილი ენა (აღწევს 30 სანტიმეტრს სიგრძეში).[14] ყურები ძალიან ეფექტურია მილკბილებისთვის,[14] რომლებიც არაპროპორციულად გრძელია, დაახლოებით 20-დან 25 სანტიმეტრამდე.[12] თვალები თავთან შედარებით პატარაა.

საჭმლის მომნელებელი სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილკბილას კუჭს აქვს კუნთოვანი პილორიული ნაწილი, რომელიც გადაყლაპული საჭმლის დასაფქვავად მოქმედებს როგორც კუნთოვანი კუჭი, რაც ღეჭვას არასაჭიროს ხდის. მისი ბრმა ნაწლავი დიდია.[6] ორივე სქესი ანალური ჯირკვლიდან გამოყოფს ძლიერ სეკრეციულ სუნს. მისი სანერწყვე ჯირკვალი ძალიან განვითარებულია და კისერს თითქმის მთლიანად ეკვრის,[6] ამიტომაც ინარჩუნებს მათი ენა თავის წებოვნებას.[12]

გენეტიკურად მილკბილა ცოცხალი ნამარხია, რადგან მათი ქრომოსომები ძალიან კარგადაა შემონახული, რაც კარგად ასახავს ეუთერიის პერიოდს, სანამ ძუძუმწოვრები თანამედროვე ტაქსონებად დაიყოფოდნენ.[16]

ჰაბიტატი და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილკბილები ცხოვრობენ სუბსაჰარულ აფრიკაში, სადაც მათი შესაფერისი ჰაბიტატი (სავანა და მეჩხერი ტყე) და საჭმელია (ჭიანჭველები და ტერმიტები).[17] დღის განმავლობაში ისინი დროს ბნელ სოროებში ატარებენ, რითაც მზის მცხუნვარებას გაურბიან.[18] ჭაობიან ადგილებში არ ცხოვრობენ, რადგან წყალი მათ ხელს უშლის თხრაში, ერიდებიან ქვიან ტერიტორიებსაც, სადაც ასევე უჭირთ თხრა.[19] ეთიოპიაში შემჩნეულები არიან ზღვის დონიდან 3200 მეტრამდე. გავრცელებული არიან სუბსაჰარული აფრიკიდან სამხრეთ აფრიკამდე, რამდენიმე გამონაკლისი რეგიონის გარდა. ამ გამონაკლისებში შედის ნამიბიის, კოტ-დ’ივუარისა და განის სანაპიროები. არ ცხოვრობენ მადაგასკარზე.

ეკოლოგია და ქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილკბილა ისვენებს
სოროს შესასვლელი

მილკბილები ხელოვნურ გარემოში 23 წლამდე ცოცხლობენ.[6] სმენა ეხმარებათ გაიგონ მტაცებლების — ლომების, ჯიქების, ავაზების, აფთრისებრი ძაღლების, აფთრების და პითონების — მოახლოების შესახებ.[14][15] ზოგი ადამიანიც იჭერს მილკბილებს ხორცისთვის.[14] შეუძლიათ სწრაფად თხრა ან სწრაფად ზიგზაგურად გაქცევა, რაც აბნევს მტაცებელს, მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა, მაშინ ის თავს ესხმის მოწინაარმდეგეს თავისი ბრჭყალებით, კუდით და მხრებით, ხანდახან გადაბრუნდებიან ზურგზე და თავს მოიმკვდარუნებენ.[15] შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგის დაუცველ ადილებს. ძალიან სწრაფად თხრიან როდესაც ხიფათს გრძნობენ.[15]

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილკბილა ამოდის სოროდან

მილკბილა ღამის ცხოველი და მარტოხელა არსებაა, რომელიც იკვებება უმეტესად ჭიანჭველებითა და ტერმიტებით (მირმეკოფაგი).[20] ერთადერთი ხილი, რომელსაც ის იღებს არის მილკბილას კიტრი (Cucumis humifructus).[15] ამ კიტრს და მილკბილას სიმბიოზური ურთიერთობა აქვთ — როდესაც მილკბილა ჭამს ამ ხილს, ის კუჭში გადის თავის სოროსთან ახლოს, რათა ეს ხილი მასთან ახლოს გაიზარდოს, იგი ფხვიერ და ნაყოფიერი ნიადაგზე სწრაფად იზრდება. რა დროსაც ხილის თესლი მილკბილას ნაწლავში ატარებს, საკმარიასია იმისთვის, რომ უზრუნველყოს საჭირო ტენიანობა.[15] მილკბილა ერიდება დორილუსებს და წითელ ჭიანჭველებს.[21] თავისი მკაცრი კვების გამო, გადასარჩენად სჭირდება მდიდარი რაციონი.[19] სოროდან გამოდის საღამოთი, მზის ჩასვლიდან მალევე. საკვების მოძიებისთვის დიდ მანძილს გადის — 10-დან 30 კილომეტრამდე, ცხვირი მიწასთან ახლოს უჭირავს, ხოლო ყურები წინ აქვს მიმართული, რაც მიუთითებს, რომ საჭმლის ძიებისას ის იყენებს ყნოსვასაც და სმენასაც. ისინი ზიგზაგურად დადიან საკვების მოსაპოვებლად და არ იმეორებენ თავის მარშრუტს 5-დან 8 დღემდე, რადგან ტერმიტებს მისცენ საშუალება თავიდან ააშენონ თავიანთი ბუდე.

საჭმლის ძებნისას მილკბილა ჩერდება და თავისი წინა ფეხებით თხრის V-ს ფორმის თხრილს და ყნოსავს ტერიტორიის შესასწავლად. როდესაც ის ჭიანჭველების ან ტერმიტების თავშეყრას იგრძნობს, თხრის მათ ბუდეს თავისი წინა ფეხებით, ამ დროს ყურები წინ აქვს მიმართული მტაცებლების შესამჩნევად. შეუძლია მწერების გასაოცარი რაოდენობა შეჭამოს თავისი გრძელი, წებოვანი ენის დახმარებით, ერთ ღამეში დაფიქსირებულა 50 000 შეჭმული მწერი. ბრჭყალების დახმარებით შეუძლია სწრაფად ამოთხაროს ჭიანჭველების და ტერმიტების მყარი ბუდე. მტვრის ჩასუნთქვისგან თავს იცავს ნესტოების დალუქვით.[18] მილკბილას გრძელი (30 სანტიმეტრიანი) ენა[18] მწერების და ტერმიტების კბენისგან დაცულია მაგარი და სქელი კანით. ტერმიტების ბუდის დატოვების შემდეგ სხვა ცხოველები მოდიან მისი ნარჩენების ასაღებად.[22] მხოლოდ ტერმიტების ბუდე მილკბილასთვის საკმარისი არაა, ამიტომაც ის ეძებს მოძრავ ტერმიტებს. როდესაც ეს მწერები მოძრაობენ, ისინი ქმნიან 10-დან 40 მეტრამდე სიგრძის მწკრივებს. ეს მილკბილასთვის მარტივად მოსაპოვებელი საჭმელია. მსგავსი მწკრივები ხშირია პირუტყვების და სხვა ჩლიქოსნების სიახლოვეს.[22]

მილკბილები ღამის პირველ ნახევარში, დაახლოებით 20:00-დან 24:00 საათამდე, უფრო აქტიურები არიან, მაგრამ ისინი არ ანსხვავებენ ნათელ ან ბნელ ღამეებს. არახელსაყრელი ამინდის ან შეწუხების შემთხვევაში, არც ღამით გამოდიან სოროდან. ერთ ღამეში მილკბილა დაახლოებით 2-დან 5 კილომეტრს ფარავს, მაგრამ ზოგი კვლევა გვეუბნება, რომ ის ღამეში 30 კილომეტრს გადის.

ვოკალოზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილკბილა ჩუმი ცხოველია, მაგრამ გამოსცემს სუსტი ღრუტუნის ხმას საჭმლის ძებნის დროს და ხმამაღალ ღრუტუნს როდესაც თხრის.[19] შეშინების შემთხვევაში ყმუილის მსგავს ხმას გამოსცემს,[21] იმალება თავის სოროში, მაგრამ თუ სორო ახლოს არაა, იქვე თხრის მიწას. ასეთი სორო პატარაა და ამოსასვლელად უკან სიარული უწევს.[21]

მოძრაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილკბილა კარგი მოცურავეა, შემჩნეულია, როდესაც ის ძლიერ დინებაშიც კი ოსტატურად ცურავს.[21] შეუძლია დიდი ზომის სორო ხუთ წუთში ამოთხაროს, მაგრამ ამ გამონაკლისის გარდა, ის საკმაოდ ნელა მოძრაობს,[19]

ღამით სოროდან გამოსვლისას შესასვლელთან ჩერდება ათი წუთით, ყნოსვას და მოსმენას იწყებს, შემდეგ 10 მეტრის მოშორებით ჩერდება და ისევ იწყებს ყნოსვას და მოსმენას, ხოლო შემდეგ შეუდგება საჭმლის მოძიებას.[19]

ჭიანჭველების და ტერმიტების ბუდეების თხრის გარდა, მილკბილა თავის სოროსაც თხრის. მილკბილას სოროები სამი კატეგორიისაა, ესენია საჭმლის მოპოვებისას გაკეთებული სორო, თავშესაფრის სორო და სახლის სორო. თავშესაფრის სოროები ბევრია, მთავარი სახლი-სოროს გარშემო და ისინი თავის შესაფარებლად გამოიყენება, ხოლო სახლი-სორო — შესაჯვარებლად და საცხოვრებლად. სახლი-სორო ღრმა და დიდია, აქვს რამდენიმე შესასვლელი და სიგრძეში შეიძლება 13 მეტრსაც აღწევდეს. სოროები ზოგ შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ შიგნით ადამიანიც შეეტევა.[14] მილკბილა ხშირად ცვლის სოროს ოთახების განლაგებას, წელიწადში ერთხელ სოროსაც იცვლის. დაცარიელებულ სოროებში სხვა, უფრო პატარა ცხოველები სახლდებიან მაგალითად, აფთრისებრი ძაღლი, მეჭეჭებიანი ღორი, ფრინველები, მწერიჭამია ხელფრთიანები, ხვლიკები და გველები.[21] ამ სოროების გარეშე ისინი დაიხოცებოდნენ ხანძრის დროს.[21] მხოლოდ დედები და მათი ნაშიერები იყოფენ სოროს, მილკბილები ცნობილები არიან იმით, რომ სოროებში მარტოდ ცხოვრობენ.[14] თუ სოროს ვინმე თავს დაესხა, ის მეორე გასასვლელს თხრის გასაქცევად, ან თავს ესხმება მტაცებელს თავისი ბრჭყალებით.[14] მილკბილები ხანდახან ჭიანჭველების ბუდეშიც იძინებენ, რაც მათ იცავს მტაცებლებისგან.[23]

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედა მილკბილა ნაშიერთან ერთად

მილკბილები წყვილდებიან მხოლოდ გამრავლების სეზონზე. შვიდი თვის მაკეობის შემდეგ იბადება ერთი ნაშიერი (1,7–1,9 კილოგრამის მასის).[6] შობადობა მაისიდან ივლისამდე პერიოდში მიმდინარეობს.[14] დაბადებისას ნაშიერს სიფრიფანა ყურები და ბევრი ნაოჭი აქვს. ორი კვირის შემდეგ ნაოჭები ქრება, ხოლო სამი კვირის შემდეგ მას უკვე ყურების დაჭერა შეუძლია.[15] 5–6 კვირაში მას ბეწვი ეზრდება.[15] 2 კვირს ასაკიდან შეუძლია სოროდან გამოსვლა დედასთან ერთად, ტერმიტების ჭამა — 9 კვირიდან.[15] სამი თვიდან ის რძის წოვას წყვეტს[6] და ექვსი თვისას უკვე სოროების თხრა შეუძლია, მაგრამ დედასთან რჩება შემდეგ გამრავლების სეზონამდე. სქესობრივად მომწიფებულია 2 წლიდან.[6]

კონსერვაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერები ფიქრობდნენ რომ მილკბილების რაოდენობა მცირდებოდა,[14] მაგრამ ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მათი ოსტატური დამალვის და ღამით აქტიურობის გამო. საბოლოო მონაცემებით, მათი რიცხვები სტაბილურია. რაოდენობა ცოტათი მცირდება დასავლეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში. სამხრეთ აფრიკაში ამ მხრივ სტაბილურობაა. მილკბილას ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფი კატეგორია აქვს მინიჭებული. ტერმიტების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში მთელ სახეობას დიდი საფრთხე ემუქრება.

მილკბილები ხელოვნურ გარემოში კარგად ცხოვრობენ. პირველი ზოოპარკი, რომელსაც მილკბილა ჰყავდა (სამხრეთ აფრიკიდან) იყო ლონდონის ზოოპარკი.[15]

მითოლოგია და პოპულარული კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

F-14 ესკადრილიას კუდზე მილკბილა ახატია

აფრიკულ ფოლკლორში მილკბილა პატივცემული ცხოველია, საჭმლის გულმოდგინე ძიების, უშიშრობისა და ჭიანჭველებთან ბრძოლისთვის. ჰაუსას ჯადოქრები მილკბილას გულისგან, ტყავისგან, შუბლისგან და ბრჭყალებისგან ჯადოს აკეთებენ, რის შემდეგაც ხის ფესვებთან ერთად ნაყავენ. კანში შეხვეულ ჯადოს თუ ყელზე ჩამოიკიდებს, ჰაუსას ჯადოქრების მიხედვით, ადამიანი კედლებში და ჭერში გასვლას შეძლებს. ამ ჯადოს უმეტესად ქურდები იყენებენ.[24] ზოგი ტომი, მაგალითად, მანგბეტუ, აიანდა და ლოგო, მილკბილას კბილებისგან სამაჯურებს აკეთებენ, რომელსაც გადმოცემით ბედი მოაქვს.[14] ზოგ კულტურაში მისი ხორცი იჭმევა, რომელიც გემოთი ღორის მსგავსია.

ძველ ეგვიპტელ ღმერთს, სეთს გაურკვეველი ცხოველის თავით გამოსახავენ, რომელსაც მილკბილასთან ბევრი საერთო აქვს.[25]

ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენ F-111-ს მეტსახელად „მილკბილა“ (ინგლ. Aardvark) შეარქვეს თავისი წაგრძელებული ცხვირის გამო. აშშ-ის ფლოტის ესკადრა VF-114-ს ასევე მილკბილა შეარქვეს.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • African Wildlife Foundation. (2013)Aardvark. African Wildlife Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2008. ციტირების თარიღი: 2013-11-18.
  • Anon. (2013)All About Aardvarks. Online Science Tutor for Kids. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 November 2013. ციტირების თარიღი: 2013-11-18.
  • Anon. (2013a)Rainforest Aardvark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 July 2013. ციტირების თარიღი: 10 January 2014.
  • Anon (20 January 2003). „Great Uncle Aardvark?“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 February 2008. ციტირების თარიღი: 2013-11-18.
  • Asher, R. J.; Bennett, N.; Lehmann, T. (2009). "The new framework for understanding placental mammal evolution". BioEssays 31 (8): 853–864. . PMID 19582725.
  • Goodwin, George G. (1997). „Aardvark“. Johnston, Bernard. Collier's Encyclopedia. I: A to Ameland (1st რედ.). New York, NY: P.F. Collier. ISBN 978-1571610935.
  • Hoiberg, Dale H., რედ. (2010). „Aardvark“. Encyclopædia Britannica. I: A-ak Bayes (15th რედ.). Chicago, IL: Encyclopædia Britannica Inc.. ISBN 978-1-59339-837-8. https://archive.org/details/newencyclopaedia2009ency.
  • Lindsey, P.; Cilliers, S.; Griffin, M.; Taylor, A.; Lehmann, T.; Rathbun, G. (2008). "Orycteropus afer". IUCN Red List of Threatened Species 2008. https://www.iucnredlist.org/details/41504/0.
  • Martin, Elizabeth A. (1983). „Tubulidentata“. MacMillan Dictionary of Life Sciences (2nd რედ.). MacMillan. ISBN 978-0333348673.
  • Merriam-Webster Online Dictionary. (2010)aardvark. ციტირების თარიღი: 2013-11-18.
  • Rahm, Urs (1990). „Tubulidentates: Aardvark“. Parker, Sybil P.. Grzimek's Encyclopedia of Mammals. 4. New York, NY: McGraw-Hill Publishing Company. ISBN 978-0-07-909508-4. https://archive.org/details/grzimeksencyclop0005unse/page/450.
  • Rebecca. (2007)Cute as a Button but a Pain in my Butt: The Aardvark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 January 2008. ციტირების თარიღი: 2013-11-18.
  • Rodriguez, Tommy (2013). "Technological Perspectives in Phylogeny Research: Revisiting Comparative Analysis of Complete Mitochondrial Genomes for Time-Extended Lineages". Figshare: 1–9. .
  • Shoshani, Jeheskel (2002). „Tubulidentata“. Robertson, Sarah. Encyclopedia of Life Sciences. 18: Svedberg, Theodor to Two-hybrid and Related Systems. London, UK: Nature Publishing Group. ISBN 978-1-56159-274-6.
  • Schlitter, D.A. (2005). "Order Tubulidentata", Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference, 3rd, Johns Hopkins University Press, გვ. 86. ISBN 978-0-8018-8221-0. OCLC 62265494. 
  • Taylor, W. A.; Skinner, J. D. (2004). "Adaptations of the Aardvark for Survival in the Karoo: A Review". Transactions of the Royal Society of South Africa 59 (2): 105–108. .
  • te Velde, Henk (1997). Seth, God of Confusion: A Study of His Role in Egyptian Mythology and Religion (Ancient Near East). Brill Academic Pub. ISBN 978-9004054028. 
  • van Aarde, Rudi J. (1984). „Aardvark“. Macdonald, David. The Encyclopedia of Mammals. New York, NY: Facts on File Publications. ISBN 978-0-87196-871-5. https://archive.org/details/encyclopediaofma00mals_0.
  • WGBH. (2013)About the Program: "Arthur". Public Broadcasting System.
  • aardvark (2018). ციტირების თარიღი: 2019-02-25.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hoiberg 2010, p. 3–4
  2. "Aardvark, n." Dictionary of South African English. Dictionary Unit for South African English, 2018. 26 February 2019.
  3. Schlitter 2005, p. 86
  4. Asher, Bennett და Lehmann 2009, p. 854
  5. Rodriguez 2013, p. 6
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 Rahm 1990, p. 450–451
  7. Shoshani 2002, p. 620
  8. "Additional material of the enigmatic Early Miocene mammal Kelba and its relationship to the order Ptolemaiida". Proc Natl Acad Sci USA 104 (13): 5510–5. March 2007. Bibcode 2007PNAS..104.5510C. . PMC 1838468. PMID 17372202. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1838468/.
  9. Seiffert, Erik R (2007). "A new estimate of afrotherian phylogeny based on simultaneous analysis of genomic, morphological, and fossil evidence". BMC Evolutionary Biology 7 (1): 224. . PMC 2248600. PMID 17999766. http://www.biomedcentral.com/1471-2148/7/224.
  10. Buckley, Michael (2013), "A Molecular Phylogeny of Plesiorycteropus Reassigns the Extinct Mammalian Order 'Bibymalagasia'", PLOS One 8 (3): e59614, , PMID 23555726
  11.  Chisholm, Hugh, რედ. (1911). „Aard-vark“. Encyclopædia Britannica. 1 (11th რედ.). Cambridge University Press. p. 2.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 Rahm 1990, p. 452
  13. Martin 1983, p. 377
  14. 14.00 14.01 14.02 14.03 14.04 14.05 14.06 14.07 14.08 14.09 14.10 Goodwin 1997, p. 2–3
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 15.6 15.7 15.8 15.9 Rahm 1990, p. 458
  16. Anon 2003
  17. African Wildlife Foundation 2013
  18. 18.0 18.1 18.2 Anon 2013
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 Rahm 1990, p. 455
  20. van Aarde 1984, p. 466–467
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 Rahm 1990, p. 456
  22. 22.0 22.1 Rahm 1990, p. 457
  23. Anon 2013a
  24. Rebecca 2007
  25. te Velde 1997, p. 13