ოქროს თხუნელასებრნი
იერსახე
| ოქროს თხუნელასებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Chrysospalax trevelyani | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Chrysochloridae | ||||||||||||
| ||||||||||||
ოქროს თხუნელასებრნი (Chrysochloridae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 75-235 მმ, დაფარულია წითელი, მწვანე, ყვითელი ან იისფერი მოკლე ბეწვით. ოქროს თხუნელასებრთა შიშველი დინგი გარქოვანებულია, რაც მათ მიწის თხრაში ეხმარება. ოჯახში 5 გვარის 15-20 სახეობაა. ბინადრობენ სამხრეთ აფრიკის მშრალ სტეპებში, ქვიშიან უდაბნოებში, ტყეებსა და მინდვრებში. ცხოვრობენ მიწაში. იკვებებიან ნიადაგის მწერებით, მატლებითა და სხვა უხერხემლოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 611.