მეჩხერი ტყე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეჩხერი ტყე — უდაბლესი სიხშირის (0,1 - 0,2) ტყე, რომელიც წარმოიქმნება არასწორი ამორჩევითი ან პირობითი პირწმინდა ჭრების, ძლიერი ქარქცევის დროს, აგრეთვე გვალვის და მავნებლების მასობრივად გამრავლების შედეგად. მაგ., საქართველოში 1945-1948 წლებში ნაძვნარი ტყის კერობრივი გამეჩხერება გამოიწვია ექვსკბილა ქერქიჭამიამ, ხოლო 1960-1961 წლებში — ნაძვის დიდმა ლაფნიჭამიამ. მეჩხერი ტყეშ ფეხს იკიდებს ბალახეული საფარი, რაც აბრკოლებს ტყის ბუნებრივ განახლებას. მეჩხერი ტყეს დაკარგული აქვს წყალმარეგულირებელი და დაცვითი ფუნქციები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]