ჭიანჭველაჭამიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭიანჭველაჭამიასებრნი
Myresluger.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: არასრულკბილიანები
ლათინური სახელი
Myrmecophagidae

ჭიანჭველაჭამიასებრნი (ლათ. Myrmecophagidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი არასრულკბილიანების რიგისა. გაერთიანებულია 3 გვარის 3 სახეობა: დიდი ჭიანჭველაჭამია (ლათ. Myrmecophaga tridactyla), რომლის სხეულის სიგრძე 120 სმ, კუდისა — 90 სმ, მასა 23 კგ აღწევს; ტამანდუა (ლათ. Tamandua tetradactyla), რომლის სხეულის სიგრძეა დაახლოებით 55 სმ. ასეთივე სიგრძისაა კუდიც, მასა 3-5 კგ-მდე; ჯუჯა ჭიანჭველაჭამია (ლათ. Cyclopes didactylus), რომლის სხეულის სიგრძე 18 სმ, კუდისა — 20 სმ აღწევს. ჭიანჭველაჭამიასებრნთა დინგი მილისებურია. კბილები არა აქვთ. ტამანდუასა და ჯუჯა ჭიანჭველაჭამიას კუდი სატაცადაა მომარჯვებული. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. შობენ თითო ნაშიერს, რომელსაც დედალი ზურგით ატარებს. იკვებებიან ჭიანჭველებით. გავრცელებული არიან სამხრეთ მექსიკიდან პარაგვაიმდე. უმრავლესობა ტროპიკული ტყეების ბინადარია, ზოგი — ველებისა. ჰყავთ ზოოპარკებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]