ხტუნიასებრნი (ძუძუმწოვრები)
იერსახე
ხტუნიასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ალისფერთავიანი ხტუნია | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Macrosceliditae | ||||||||||||
|
ხტუნიასებრნი (ლათ. Macrosceliditae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10-32 სმ აღწევს, დაფარულია ქვიშისფერი ან მურა ბეწვით. აქვთ მოძრავი ხორთუმი, დიდი თვალები, მოზრდილი ყურები. გავრცელებულნი არიან აფრიკასა და კუნძულ ზანზიბარზე. ბინადრობენ ნახევრად უდაბნოებში, სავანეებში, ზოგიც — ტროპიკულ ტყეში. საშიშროებისას ხტუნვით მოძრაობენ. ოჯახში 5 გვარის 18 სახეობაა. იკვებებიან მწერებით და წვრილი ხერხემლიანებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 511.