მილკბილები
იერსახე
| მილკბილები | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
აფრიკული მილკბილი | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Tubulidentata | ||||||||||||
| გავრცელება | ||||||||||||
|
| ||||||||||||
| ||||||||||||
მილკბილები (ლათ. Tubulidentata) — ძუძუმწოვრების რიგი. განეკუთვნება ერთი ოჯახის (Orycteropididae), ერთი გვარის ერთადერთი თანამედროვე სახეობა — აფრიკული მილკბილა (Orycteropus afer). მისი სხეულის სიგრძე 100-158 სმ, მასა 82 კგ აღწევს (უმეტესად 50-70 კგ). მილკბილები გავრცელებულია აფრიკაში — საჰარიდან სამხრეთით. ხშირ ტყეებს გაურბის. აქტიურია ღამით. იკვებება ტერმიტებით, ჭიანჭველებით. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. ზოგან მილკბილების ხორცს ჭამენ, ტყავსაც იყენებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 698.