მითრიდატე III
იერსახე
მითრიდატე III — ქართლის (იბერიის) მეფე. იხსენიება რომში ნაპოვნი საფლავის ქვის წარწერაში, რომელიც 114–115 წლებით თარიღდება. ეპიტაფიაში მოხსენიებულია მითრიდატეს ძმა ამაზასპი, ამ წარწერიდან ჩანს, რომ მითრიდატე III-ს რომთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონია.[1]
მითრიდატე III არც ლეონტი მროველთან და არც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 683.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მითრიდატე III. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ↑ ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 26, ISBN 99928-58-36-2.
|