ეპიტაფია

ეპიტაფია (ბერძ. epitaphios — საფლავზედა) — წარწერა საფლავის ქვაზე. წარმოიშვა ანტიკურ სამყაროში. ეპიტაფიისთვის დამახასიათებელია მცირე ფორმა, მიმართვა მიცვალებულისადმი ან მიცვალებილისა ამ ქვენად დარჩენილებთან. დროთა განმავლობაში საეპიტაფიო ხოტბების გვერდით ჩნდება სატირული, პაროდიული ეპიტაფიები.
ალექსანდრე მაკედონელისადმი მიძღვნილი ეპიტაფია:
![]() |
„ამ საფლავში ჩაეტია ის, ვისაც მთელი დედამიწა ეპატარავებოდა.“
|
ისააკ ნიუტონისადმი მიძღვნილი:
![]() |
„ეს მარმარილოს ფილა ისააკ ნიუტონს მკვდრადა თვლის მაშინ, როდესაც დრო, ბუნება და ცის კამარა მისი უკვდავების მოწმენი არიან““
|
დავით აღმაშენებელისადმი მიძღვნილი:
„ | ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს, |
“ |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ეპიტაფია“ ვიკისაწყობში.
- ეპიტაფია — სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი
- ეპიტაფია — პარლამენტის ბიბლიოთეკის საიტზე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ როინ მეტრეველი — „წმინდა დავით აღმაშენებელი“, გვ. 183, 2011 წელი