ლეო XI

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მედიჩი, ალესანდრო ოტავიანო)
Jump to navigation Jump to search
ლეო XI

ლეო XI (ლათ. Leo Undecimus) ერისკაცობაში ალესანდრო ოტავიანო დე მედიჩი (იტალ. Alessandro Ottaviano de Medici) (დ. 2 ივნისი 1535, ფლორენცია, იტალია — გ. 27 აპრილი 1605, რომი, იტალია) — რომის პაპი 1605 წლის 1 აპრილიდან 27 აპრილამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო მედიჩების გვერდითი შტოს წარმომადგენელი. დედის, ფრანჩესკას, სიკვდილის შემდეგ მღვდელი გახდა და ტოსკანის დიდი ჰერცოგის, კოზიმო I დე მედიჩის დავალებით პაპ პიუს V-ეს კარზე ელჩად იყო.

პაპად არჩევიდან რამდენიმე დღეში ლეო XI ავად გახდა და გარდაიცვალა. ის სულ 27 დღე იჯდა წმინდა პეტრეს ტახტზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
კლემენტ VIII
რომის პაპი

1605 1 აპრ.-დან – 1605 27 აპრ.-მდე
შემდეგი:
პავლე V
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლეო_XI&oldid=3503366“-დან