ჩრდილოეთ მაკედონიის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაკედონიის ტურიზმი)
წმინდა იოანეს ეკლესია (მართლმადიდებლური) ოჰრიდის ტბასთან
სკოპიე
ბიტოლა
პლაჟი ოჰრიდის ტბაზე

ტურიზმი ჩრდილოეთ მაკედონიაში ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების სიუხვე მაკედონიას ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველს ხდის.

ყოველწლიურად, ჩრდილოეთ მაკედონია საშუალოდ 700 000 ტურისტს იღებს.[1]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვის მუდმივი მატების ტენდენცია შეიმჩნევა. 2008 წლის იანვარ-მარტში, შიდა ტურისტების რიცხვი 23,5%-ით გაიზარდა წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამევე დროს, 2008 წელს, უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 2007 წელთან შედარებით 44,7%-ით გაიზარდა.[2] 2007 წელს, ოჰრიდის ტბამ სულ 250 000 ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მიიღო.[3]

2009 წლის თებერვალში, ჩრდილოეთ მაკედონიას 28 000 ტურისტი ეწვია, წინა წლის იგივე თვის მაჩვენებელზე 3,2%-ით მეტი. ამავე წელს, უცხოელ ტურისტთა რიცხვი 8%-ით გაიზარდა.[4]

2009 წლის ზაფხული საუკეთესო სეზონი აღმოჩნდა ქალაქ დოირანისთვის, რომელმაც წინა წლის მაჩვენებელი 12,5%-ით გააუმჯობესა და 135 000 ვიზიტორი მიიღო.[5]

2010 წლის მაისში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ტურისტთა ოდენობამ 0,8%-ით მოიმატა, 2011 წლის პირველ ნახევარში კი 25%-ით.[6]

2012 წლის პირველ ოთხ თვეში, ჩრდილოეთ მაკედონიაში ტურისტთა რაოდენობამ 130 083-ს მიაღწია, რითაც წინა წლის მაჩვენებელი 4,6%-ით გაიზარდა.[7]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ მაკედონიის ყველაზე პოპილარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა:

ქვეყანაში შექმნილია სამი ეროვნული პარკი და 33 ბუნების ნაკრძალი, რომლებიც ტურისტებს შორის ასევე პოპულარულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 101 facts about Macedonia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-06. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
  2. State Statistical Office of the Republic of Macedonia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-22. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
  3. Southeast European Times
  4. MINA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-15. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
  5. Mina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-15. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
  6. State Statistical Office of Macedonia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-22. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
  7. „Macedonia's 4-mo Tourist Numbers Rise 4.6% Y/Y - Table“ (English). Skopje: SeeNews. 13 June 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 19 June 2012.