ისლანდიის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გეიზერის ამოფრქვევა
გიუდლფოსის ჩანჩქერი

ტურიზმი ისლანდიაში ეროვნული ეკონომიკის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი სექტორი ხდება. 2006 წელს ტურიზმის ინდუსტრიამ ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 4,1% შეადგინა. 2010 წელს ისლანდიას 500 000 ტურისტი ეწვია.[1][2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლანდიაში ტურიზმმა 1990-იანი წლებიდან დაიწყო ზრდა. 2000 წელს, ტურისტთა რიცხვმა პირველად გადააჭარბა მთლიან ადგილობრივ მოსახლეობას. აქედან მოყოლებული, ტურიზმმა ყოველწლიურად საშუალოდ 11%-ით ზრდა დაიწყო. 2004 წელს ქვეყანას დაახლოებით 360 000 ადამიანი ესტურმა,[3] 2007 წელს 485 000,[4] 2008-ში კი 500 000.

2000 წელს, ტურიზმის სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა 7 385 იყო, 2006 წელს 8 211 (მთლიანი სამუშაო ძალის 4,5%).[5]

ისლანდიის ავიახაზების გაყიდვების სამსახურის დირექტორის ინფორმაციით, უცხოელ ტურისტებს შორის ისლანდიაში ყველაზე მეტ დროს ისრაელელები ატარებენ, რომლებიც ქვეყანაში საშუალოდ 10-12 დღე ჩერდებიან.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Statistics Iceland
  2. Israeli tourists stay longer in Iceland
  3. Tourism in Iceland. წაკითხვის თარიღი: 2008-03-21.
  4. Tourism in Iceland. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2006-03-04. წაკითხვის თარიღი: 2009-01-26.
  5. Statistics Iceland
  6. Israeli tourists stay longer in Iceland