ალექსანდრე აფროდისიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Commentaria in Analytica priora Aristotelis, 1549

ალექსანდრე აფროდისიელი[1] (ბერძ. Ἀλέξανδρος ὁ Ἀφροδισιεύς; ახ.წ II საუკუნის ბოლო-III საუკუნის დასაწყისი) — ფილოსოფოს-პერიპატეტიკოსი, არისტოტელეს ნაშრომთა კომენტატორი. არისტოტელე მიტილენისა და სოზიგენის მოსწავლე. ალექსანდრე ცხოვრობდა ათენში რომაელი იმპერატორების ლუციუს სეპტიმიუს სევერუსისა და კარაკალას დროს. მის მიერ არისტოტელეს ნაშრომების მიმართ დაწერილი კომენტარებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მეტაფიზიკის“ კომენტარები.

არისტოტელეს სხვა კომენტატორებისგან განსხვავებით ალექსანდრე უფრო დამოუკიდებელი აზროვნებით გამოირჩევა; მას ეკუთვნის მეტაფიზიკის საკითხთა გონებამახვილური განხილვები, მიმართული სტოიკოსების წინააღმდეგ. გვიანდელი ანტიკური ხანის ავტორები, რომელიც ალექსანდრეს ავტორიტეტს აღიარებდნენ, ხშირად მოიხსენიებდნენ მას, როგორც, უბრალოდ კომენტატორს, მსგავსად არისტოტელესი, რომელსაც ხშირად მხოლოდ „ფილოსოფოსის“ სახელით მოიხსენიებდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]