თეოდორე აბუკურა
| თეოდორე აბუკურა | |
|---|---|
|
არაბ. ثاوذورس أبي قرة ძვ. ბერძნ. Θεόδωρος Ἀβουκάρας | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 750[1] |
| დაბადების ადგილი | ედესა ან შანლიურფა[2] |
| გარდაცვალების თარიღი | 820[1] |
| გარდაცვალების ადგილი | ჰარანი |
| საქმიანობა | მწერალი, ბერი[2] და ეპისკოპოსი |
| ენა | სირიული ენა |
| მოქალაქეობა | ბიზანტიის იმპერია |
თეოდორე აბუკურა — (არაბ. ثاوذورس أبي قرة; დ. დაახლ. 750, ედესა — გ. დაახლ. 820) — ბიზანტიელი საეკლესიო მწერალი, თეოლოგი, ფილოსოფოსი და მოპაექრე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაწყებითი განათლება მიიღო ედესაში. ბერად აღიკვეცა საბაწმიდის ლავრაში, სადაც წლების განმავლობაში იყო წინამძღვარი. იქ გაეცნო იოანე დამასკელის ლიტერატურულ მემკვიდრეობას და გახდა მისი ტანამოაზრე. დიდი პოპულარობა მოიპოვა მწვალებელთა წინააღმდეგ პოლემიკით. შეურიგებლად ებრძოდა ისლამს, იუდაიზმს და ქრისტიან ერეტიკოსებს.
VIII საუკუნის ბოლოს აკურთხეს ჰარანის ეპისკოპოსად. IX საუკუნის დასაწყისში მიიწვიეს სომხეთში ანტიქალკედონელებთან გამართულ საჯარო დებატებში მონაწილეობისთვის. 813-833 წლებში მონაწილეობდა ხალიფა ალ-მამნუნის კარზე გამართულ რელიგიურ დისკუსიებში. მისი შრომებია „ეპისტოლე სასომხეთოისა მწვალებელთა მიმართ, წარზავნილი ნეტარისა თომაის მიერ იერუსალიმისა პატრიარხისა“ და „თუ ვითარ სათანადო არს გულისხმის-ყოფაი საღმრთოისა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაი“.
წერდა არაბულად, მაგრამ მისი ნაშრომები ქრისტიანულმა სამყარომ გაიცნო ბერძნული თარგმანების მეშვეობით. XI-XII საუკუნეებში მისი შრომები ქართულად თარგმნა არსენ იყალთოელმა. ეს თარგმანები დაცულია „დოგმატიკონში“.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დათიაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 652-653.
- კეკელიძე კ., „ეტიუდები ძველ ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 5, თბილისი, 1957
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Феодор Абу Курра: забытый богослов.
- Ю. Максимов. Феодор Абу Курра и его место в истории ранней православной полемики с исламом
- епископ Феодор Карский (Абу Курра)