ლევან ფილფანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან ფილფანი
დაბ. სახელი ლევან ფილფანი
დაბ. თარიღი 6 ივნისი, 1934
ლენჯერი, მესტიის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 5 აგვისტო, 1995 (61 წლის)
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1955-1995

ლევან (ლეო) გალაქტიონის ძე ფილფანი (დ. 6 ივნისი, 1934, ლენჯერი, მესტიის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 5 აგვისტო, 1995) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეო (ლევან) ფილფანი დაიბადა 1934 წლის 6 მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში. 1958 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1958–1973 წლებში სოხუმის დრამატული თეატრის, 1973 წლიდან კი — რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი. 1955 წლიდან კინოში იღებენ.

ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს, რომელთაგან აღსანიშნავია ონისე (ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“), ქადაგი (დავით გაჩეჩილაძის „ბახტრიონი“), მერკუციო (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ბეჟანა (ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „იოდიპოს მეფე“), სიმონ რენარი (ვიქტორ ჰიუგოს „მარიამ ტიუდორი“) და სხვ. სოხუმის თეატრში; ლევან ზარდიაშვილი (ვ. იაქაშვილის „წრთობა“), თავადი გვანგვა (პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), კლავდიუსი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვ. რუსთავის თეატრში.

დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ფილმებში („ხევსურული ბალადა“ (თორღვა), „ჯვარცმული კუნძული“ (რეზო), „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“ (გუჯა), „ჩვენი ეზო“ (კოტე) „დათა თუთაშხია“ (ბოდღო ყვალთავა), „მიზანი“ (ბოცო), „მარადისობის კანონი“ (მანუჩარ კიკვაძე), „მოკვეთილი“ (შევანა) და სხვ.

1963 წელს მიენიჭა აფხაზეთის ასსრ დამსახურებული არტისტის წოდება.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1980: საქართველოს სახალხო არტისტი


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]