თეიმურაზ ბუტიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეიმურაზ ბუტიკაშვილი
დაბ. თარიღი 29 აგვისტო, 1961 (1961-08-29) (58 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა რეჟისორი

თეიმურაზ ბუტიკაშვილი (დ. 29 აგვისტო, 1961) — ქართველი რეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1961 წლის 29 აგვისტოს თბილისში. 1979–1981 წლებში სწავლობდა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებელში თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზე. 1983–1988 წლებში კიევის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე – კინო–ტელე რეჟისურის სპეციალობით. 1978–1979 წლებში მოღვაწეობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში — რეკვიზიტორად, მხატვარ–დეკორატორის ასისტენტად. 1990 წლიდან სტუდია „ქართული ტელეფილმის“ რეჟისორია, 1997 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ინსტიტუტის აუდიო–ვიზუალურ ხელოვნებათა კათედრაზე შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1996).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორული ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1990: „სტუმარი (სირცხვილი)“
  • 1992: კერპი
  • 1996: რა გაცინებს?!
  • 1997: პროფესია კინორეჟისორი (დოკუმენტური)
  • 2007: ჩამოფასებულები

პროდიუსერია ფილმის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007: „ჩამოფასებულები“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]