ლელობურთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლელო (მრავალმნიშვნელოვანი).
შუხუთში ლელოს ბურთი ყოველ წელს მიაქვთ გარდაცვლილის საფლავზე

ლელობურთი — ქართული ეროვნული სპორტის სახეობა, რომელიც აღმოცენებულია უძველესი თამაშის საფუძველზე. ტრადიციის სახით შემორჩენილია გურიაში, შუხუთში. თამაში იმართება მატყლით დატენილი ბურთით (3 კგ-მდე) ფეხბურთის მინდორზე (დაახლოებით 70×105 მ), რომელსაც არ აქვს კარი. გუნდს ეთვლება ქულა, თუ იგი რაიმე საშუალებით ხელით ან ფეხით გადააცილებს ან გადაიტანს ბურთს მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზს იქით როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. გამარჯვებულია ის, ვინც ამას მეტჯერ გააკეთებს. ნებადართულია ჩავლება, ჩაბღუჯვა, წაქცევა, მხოლოდ უხეში ილეთების გარეშე. თამაში შედგება ორი 30-წუთიანი ნახევრისა და 10-წუთიანი შესვენებისაგან. ლელობურთს ყოველ აღდგომას თამაშობენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნე ლელობურთი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა. ქუთაისში ლელობურთის თამაშის ადგილი იყო საფიჩხიაზე ე. წ. ხარაზოვის ბაღის მიდამოები. გურიას რაც შეეხება, არსებობს ვარაუდი, როცა ხასანბეგ თავდგირიძეს აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი მოქნევით თავი მოჰკვეთა შუხუთთან ბრძოლაში, მის სახელზე დაიწერა განუმეორებელი სიმღერა „ხასანბეგურა“ და ლელოს თამაშიც შუხუთში (გურიაში) სწორედ ამასთან დაკავშირებით იმართება. არსებობს გამოთქმა: „გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრითა და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო“.[1]

საქართველოს სსრ-ში იმართებოდა ლელობურთის ყოველწლიური რესპუბლიკური ჩემპიონატი, დაწესებული იყო საქართველოს სსრ-ის სპორტის ოსტატის წოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქორქია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 166.
  • მერკვილაძე გ., ქართული მოძრავი თამაშობანი, ტფ., 1922
  • შერაზადაშვილი ზ., ლახტი. ქართული ხალხური თამაშობანი, თბ., 1968

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლელობურთი – ლანჩხუთის სავიზიტო ბარათი. ambioni.ge (8 მაისი, 2013). ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.