კონვერტირებადი მარკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარკა.
კონვერტირებადი მარკა
ხორ. Konvertibilna marka

სერბ. Конвертибилна марка

200 კონვერტირებადი მარკა
200 კონვერტირებადი მარკა
კოდი ISO 4217 BAM
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ოფიციალური
მომხმარებლები
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
შედგება 100 100 ფენინგი
სიმბოლო KM
მონეტები 5, 10, 20, 50 ფენინგი და 1, 2, 5 კონვერტირებადი მარკა
ბანკნოტები 10, 20, 50, 100, 200 კონვერტირებადი მარკა
ცენტრალური ბანკი ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალური ბანკი

კონვერტირებადი მარკა (ხორ. Konvertibilna marka, სერბ. Конвертибилна марка) (კოდი ISO 4217 — «BAM») — ფულის ერთეული ბოსნია და ჰერცეგოვინაში.

1 კონვერტირებადი მარკა შედგება 100 ფენინგისგან (ხორ. feninga, სერბ. фенинга).

სახელი წარმოდგება შესაბამისად, გერმანული მარკისა და პენინგისგან. კონვერტირებადი მარკა გერმანულ მარკაზე იყო მიბმული და სწორედ ამიტომ მასთან ბევრი რამ აკავშირებდა, ხოლო გერმანიაში ევროს შემოღების შემდეგ კი ბოსნია და ჰერცეგოვინაში გადაწყვიტეს საკუთარი ვალუტა უკვე გერმანული მარკის მემკვიდრისთვის დაეკავშირებინათ, თანაც ზუსტად იმავე თანაფარდობით, როგორც 2002 წელს გერმანული მარკები გარდაიცვალა ევროებზე. შესაბამისად, დღეს 1 ევრო 1,95 ბოსნია-ჰერცეგოვინული მარკის ტოლია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონვერტირებადი მარკა მიმოქცევაში შევიდა 1995 წელს და უკვე 3 წელიწადში მან ბოსნია-ჰერცეგოვინის დინარი, ხორვატული კუნა და სპრსკას რესპუბლიკის დინარი ჩაანაცვლა. ყველა ეს ვალუტა მანამდე ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოიქცეოდა.

მონეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმოქცევაში არის მონეტები ნომინალით 5, 10, 20, 50 ფენინგი, 1, 2 და 5 მარკა.

ყველა მონეტა გამოშვებულია 1998 წლის 9 დეკემბერს, გარდა 5 ფენინგისა, რომელიც მიმოქცევაში შევიდა 2006 წლის 5 იანვარს.

ბანკნოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმოქცევაში არის ბანკნოტები ნომინალით 10, 20, 50, 100 და 200 მარკა.

მიმოქცევიდან ამოღებულია ბანკნოტები: 50 ფენინგი 2003 წლის 31 მარტს, 1 მარკა 2009 წლის 31 მარტს, 5 მარკა 2010 წლის 31 მარტს.

ბანკნოტები გარდა 200 მარკისა იბეჭდება «Francois-Charles Oberhtur» (პარიზი), ხოლო 200 მარკა — Oestereichishe Banknoten und Sicherheitsdruck GmBH (OeBS) (ვენა).

ქვეყნის ორ ნაწილში ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციაში და სპრსკას რესპუბლიკაში გამოიყენება სხვადასხვა ბანკნოტები (გამონაკლისი არის 200 მარკა), რომლებიც ერთის სტილითაა გაკეთებული, მაგრამ სხვადასხვა დიზაინით.

1995 წლის ბანკნოტების სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომინალი ავერსი რევერსი
10 კონვერტირებადი მარკა
10 კონვერტირებადი მარკა
20 კონვერტირებადი მარკა
20 კონვერტირებადი მარკა
50 კონვერტირებადი მარკა
50 კონვერტირებადი მარკა
100 კონვერტირებადი მარკა
100 კონვერტირებადი მარკა
200 კონვერტირებადი მარკა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]