ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015
მასპინძელი ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
მონაწილე ქვეყნები 50
მონაწილე სპორტსმენები 3800 [1]
გახსნის ცერემონია 26 ივლისი
გახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა
დახურვის ცერემონია 1 აგვისტო
ოლიმპიური ცეცხლი ზურაბ ზვიადაური
სტადიონი მიხეილ მესხის სტადიონი

ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015საქართველოში, კერძოდ თბილისში გამართული ოლიმპიური ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის, რომელიც 26 ივლისს გაიხსნა და 1 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 27 ნოემბერს ბელგიაში ეოკ-ის (ევროპის ოლიმპიური კომიტეტი) რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა. ასამბლეის მიზანი იყო 2015 წლის ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილის გარკვევა. არჩევანი გაკეთდა ბრნოსა (ჩეხეთი) და თბილისს შორის. ფარული კენჭისყრის შედეგად 26 ხმით (21-ის წინააღმდეგ) თბილისმა 2015 წლის ზაფხულის რიგით 13 ახალაგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება მოიპოვა.

მზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისი 2015-ის მონეტა

ოლიმპიადის მზადების პროცესში აშენდა 7 ახალი არენა, გარემონტდა არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მონაწილეთათვის მოეწყო ოლიმპიური სოფელი. ასევე, შეიქმნა ოლიმპიადის ლოგო, ჩირაღდანი, თილისმა[2]...

სპეციალურად ოლიმპიადისათვის შეიქმნა 10 ლარიანი ნომინალის ვერცხლის მონეტები, რომლებიც პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა.

მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი მამუკა გონგაძე.

მონეტების დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პიქტოგრამები. ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილია ფერში, საღებავების გამოყენებით.

მონეტების რევერსზე გამოსახულია ევროპის რუკა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ვალუტის ამსახველი სიმბოლო.[3]

ოლიმპიური ცეცხლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიმპიური ცეცხლი

ოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს, სიმბოლურად, ათენში პანათენაიკოსის სტადიონზე აენთო. კატარინა ლეჰაუს მიერ ანთებული ცეცხლი ჭოკით მხტომელ ემანუელ კარალისს, შემდეგ კი ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა. ესტაფეტის ბერძნული ნაწილის შემდეგ ცეცხლი ბათუმში ჩამოვიდა და მთელს საქართველოში 67 მუნიციპალური ცენტრი მოიარა. ესტაფეტაში 700-მა მეჩირაღდნემ მიიღო მონაწილეობა. უკანასკნელი მეჩირაღდნე ქართველი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური გახდა.

ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობიექტი მდებარეობა სპორტის სახეობა
მიხეილ მესხის სტადიონი თბილისი გახსნის ცერემონია
ტანვარჯიშის სასახლე თბილისი ტანვარჯიში
სპორტის სასახლე თბილისი კალათბურთი (ბიჭები)
ვერის პარკი თბილისი კალათბურთი (გოგონები)
მძლეოსნობის სტადიონი თბილისი მძლეოსნობა
ხელბურთის არენა თბილისი ხელბურთი
ძიუდოს აკადემია თბილისი ძიუდო
აკვა ცენტრი თბილისი ცურვა
მზიურის ჩოგბურთის კორტები თბილისი ჩოგბურთი
ფრენბურთის არენა თბილისი ფრენბურთი

სპორტული სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტული შეჯიბრებები 9 სახეობებში ჩატარდა:

ოლიმპიადის განრიგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 გც  გახსნის ცერემონია  ●  თამაშები   ფინალები  დც  დახურვის ცერემონია
ივლისი 2015 26
კვ
27
ორშ
28
სამ
29
ოთხ
30
ხუთ
31
პარ
01
შაბ
ოქროს
მედალი
ცერემონიები გც დც
მძლეოსნობა 2 4 5 7 11 7 36
კალათბურთი 2 2
ველორბოლა 2 2 4
ტანვარჯიში 3 3 2 5 5 18
ხელბურთი 2 2
ძიუდო 4 3 3 3 3 16
ცურვა 5 7 7 3 10 32
ჩოგბურთი 4 4
ფრენბურთი 2 2
ჯამში ოქროს მედალი 7 19 18 26 27 29 116

მონაწილე ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნები მედლების რაოდენობით[4][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ მოცემულია ის 36 ქვეყანა რომლებმაც მედლები მოიპოვეს ოლიმპიურ ფესტივალზე. დანარჩენი 14 უმედლოდ დარჩა.

 ადგილი  ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო სულ
1 დროშა: რუსეთი რუსეთი 17 9 11 37
2 იტალიის დროშა იტალია 12 2 10 24
3 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 9 5 8 22
4 დროშა: უნგრეთი უნგრეთი 9 3 11 23
5 სლოვენიის დროშა სლოვენია 5 6 5 16
6 მოლდოვის დროშა მოლდოვა 5 2 0 7
7 დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო 4 8 8 20
8 დროშა: ესპანეთი ესპანეთი 4 7 6 17
9 დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 4 3 8 15
10 დროშა: საქართველო საქართველო 4 0 6 10
11 დროშა: გერმანია გერმანია 3 8 6 17
12 დროშა: უკრაინა უკრაინა 3 7 1 11
13 დროშა: რუმინეთი რუმინეთი 3 5 2 10
14 დროშა: ბელარუსი ბელარუსი 3 0 4 7
15 დროშა: ბელგია ბელგია 3 6 5 13
16 დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია 2 6 2 10
17 დროშა: სერბეთი სერბეთი 2 4 3 9
18 დროშა: შვეიცარია შვეიცარია 2 3 2 7
19 დროშა: ფინეთი ფინეთი 2 3 1 6
20 დროშა: შვედეთი შვედეთი 2 3 0 5
21 დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი 2 2 3 7
22 დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი 2 1 2 5
23 დროშა: ნორვეგია ნორვეგია 2 0 4 6
24 დროშა: ავსტრია ავსტრია 2 0 1 3
25 დროშა: პოლონეთი პოლონეთი 1 3 5 9
26 დროშა: თურქეთი თურქეთი 1 2 3 6
27 დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 1 2 0 3
28 დროშა: დანია დანია 1 2 0 3
29 ხორვატიის დროშა ხორვატია 1 0 3 4
30 დროშა: ესტონეთი ესტონეთი 1 0 0 1
31 ისრაელის დროშა ისრაელი 0 5 0 5
32 ლატვიის დროშა ლატვია 0 3 0 3
33 სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 0 2 2 4
34 დროშა: კვიპროსი კვიპროსი 0 1 1 2
35 მონტენეგროს დროშა მონტენეგრო 0 1 0 1
36 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 0 0 2 2

ქართველთა მონაგარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველომ ოლიმპიურ ფესტივალზე 10 მედლით მეათე ადგილი დაიკავა, რითაც გააუმჯობესა 2012 წლის პირადი რეკორდი მედლების რაოდენობით (8 მედალი) და გაიმეორა 2001 წლის რეკორდი ოქროს მედლების რაოდენობით (4 ოქროს მედალი).

ქართველი მედალოსნები[5]
მედალოსანი სახეობა სინჯი
ეთერ ლიპარტელიანი ძიუდო ოქრო
მზია ბებოშვილი ძიუდო ოქრო
რობინზონ ბეგლარაშვილი ძიუდო ოქრო
ონისე სანებლიძე ძიუდო ოქრო
თემურ ნოზაძე ძიუდო ბრინჯაო
ზურაბ კახნიაშვილი ძიუდო ბრინჯაო
ნატალია ყიფშიძე ძიუდო ბრინჯაო
ბაგრატ ნინიაშვილი ძიუდო ბრინჯაო
გელა ზაალიშვილი ძიუდო ბრინჯაო
დიმიტრი გოვოროვი მხატვრული ტანვარჯიში ბრინჯაო

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თბილისი 2015-ის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-31. ციტირების თარიღი: 2015-08-01.
  2. თილისმის შესახებ (ოფიციალური საიტი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-01. ციტირების თარიღი: 2015-08-01.
  3. თბილისი 2015-ის ოფიციალური საიტი (ოლიმპიურ მონეტაზე). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-10. ციტირების თარიღი: 2015-08-01.
  4. ქვეყნები მედლების რაოდენობით (თბილისი 2015-ის ოფიციალური საიტი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-30. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
  5. ქართველი მედალოსნები (თბილისი 2015-ის ოფიციალური საიტი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-31. ციტირების თარიღი: 2015-08-02.