ნოდარ მალაზონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოდარ მალაზონია (დ. 27 აპრილი, 1929, ოზურგეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი გრაფიკოსი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1966), საქართველოს ეროვნული ვალუტის, ქართული ლარის დიზაინის ერთ-ერთი ავტორი. მისი მამა ლადო მალაზონია აგრეთვე მხატვარი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოდარ მალაზონია დაიბადა 1929 წლის 27 აპრილს ქალაქ ოზურგეთში. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი.

1956 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში, ხოლო 1958 წლიდან იყო ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი მხატვარი. საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში აღმოჩნდა, როდესაც რუსეთმა დაბლოკა ქართული ფულის რეზერვი და არ აწვდიდა რუბლს თბილისს. შედეგად, ქვეყანაში ამოიწურა სავალუტო რეზერვი და სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის თავისი ფულის გამოშვება გახდა.[1] ეროვნულ ვალუტაზე მუშაობა 1990 წლიდან დაიწყო, სადაც აქტიურად ჩაერთო მალაზონიაც, რომელიც 1990–1998 წლებში, მ. მალაზონიასთან ერთად შექმნა ქართული ლარის, პასპორტის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ვაუჩერის, ქართული კუპონის, მართვის მოწმობის, ქართული თეთრის დიზაინი. სარეკლამო-საგამომცემლო კომპანია „ბენეფისის“ გენერალური დირექტორია.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1978 — კატანიის ტურისტული პლაკატების საერთაშორისო გამოფენის უმაღლესი ჯილდო, "ოქროს სპილო" და პრეზიდენტის ვერცხლის მედალი
  • 1974 — ჟურნალ „კროკოდილი“, ბრინჯაოს მედალი
  • 1966 — საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი
  • 1966 — საქართველოს მხატვართა კავშირი, ბრინჯაოს მედალი
  • 1964 — საქართველოს მხატვართა კავშირი, ბრინჯაოს მედალი
  • 1961 — სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ვერცხლის მედალი
  • 1960 — ბერლინის გამოფენის პრემია
  • 1957 — საქართველოს ახალგაზრდობის და სტუდენტთა ფესტივალის ლაურეატი
  • საქართველოს სახალხო მხატვარი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 379.
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბილისი, 1998-1999. გვ. 208

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]